ამბები

18:52 | 25.05.2015 | ნანახია 2715 - ჯერ

ერთად დავხვდეთ ჩვენს ნაკრებს!

ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები”, რომელთაც გუშინ ქართული რაგბის ისტორიის სრულიად ახალი თავი დაწერეს, თბილისში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დილის 03:20 საათზე ჩამოდიან!

შეგახსენებთ, რომ ლისაბონში გამართული 2015 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის ფინალში ქართველმა მორაგბეებმა კანადის თანატოლთა ნაკრები 49:24 დაამარცხეს და გაისად 12-გუნდა ელიტაში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რითიც არა მხოლოდ ქართული რაგბის ქომაგები, არამედ სრულიად ქვეყანა გაახარეს.

ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ ამაღამ 03:00 საათიდან შევიკრიბოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რათა დავხვდეთ ახალგაზრდა “ბორჯღალოსნებს”, მადლობა გადავუხადოთ მონიჭებული სიხარულისთვის და ერთად მივულოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

რაგბი ჩვენი თამაშია!


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080474