ამბები

20:54 | 24.05.2015 | ნანახია 3125 - ჯერ

საქართველო კანადას 24-7 უგებს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ალაფის ფინალში პირველი ტაიმის შემდეგ კანადას 24:7 ამარცხებს.

პირველმა ტაიმმა ქართველთა სრული უპირატესობით ჩაიარა და “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” 4 ლელო გაიტანეს. ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა და მოლით ლელო მიხეილ ბაბუნაშვილმა გაიტანა. მეორე ლელოც მოლს მოყვა და ამჯერად თავი გიორგი მელიქიძემ გამოიჩინა. 32-ე წუთზე ქართველებმა მეტოქის შეცდომით ისარგებლეს, ხელდახელ შეუტიეს და ლელო გიორგი კვესელაძემ გაიტანა, ხოლო კიდევ 3 წუთში დავით პაპავაძის აქტიურობის შემდეგ თავი თორნიკე ზოიძემ გამოიჩინა. რეზი ჯინჭველაშვილმა ორი გარდასახვა გამოიყენა - 24:0. ამის შემდეგ ქართველები მოეშვნენ და კანადამ ერთი საპასუხო ლელოს გატანა შეძლო, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა - 24:7 და ელიტამდე 40 წუთი რჩება.

სტრიმი:

http://www.fpr.pt/noticias/index.asp?pagina=1&opm=25&id=11722&id2=25


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083101