ამბები

20:23 | 21.05.2015 | ნანახია 3631 - ჯერ

სუთიაშვილი “მასიდან” მიდის

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი შალვა სუთიაშვილი “მასის” ნახევარდპროფესიულ ფედერალ 1-ში არ გადაყვება.

31 წლის მორაგბემ ფრანგული კარიერის უმეტესი ნაწილი ამ გუნდში გაატარა. მისი უცხოური კარიერა “ბობინში” დაიწყო, ერთი სეზონის შემდეგ, 2008 წელს “მასიში” გადავიდა და მას შემდეგ ამ კლუბის ლიდერია. 4 სეზონის შემდეგ, 2012 წელს მან მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის საგზური მოიპოვა, მაგრამ მომავალ სეზონში რანგით მესამე დივიზიონში დაქვეითდა. მომავალ სეზონში “მასი” კვლავ პრო დ2-ში დაბრუნდა, თუმცა, წელს კვლავ ბოლო ადგილზე დარჩა და გუნდი ფედერალ 1-ში დაბრუნდა.

სუთიაშვილს პროფესიონალურ რანგში სურს დარჩენა, რის გამოც კლუბთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა და პრო დ2-ში ახალ გუნდს ეძებს. ფრანგული პრესის ცნობით, ქართველ უნივერსალს ფრანგული გუნდების გარდა ინგლისიდანაც აქვს შეთავაზებები.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08311