ამბები

15:48 | 20.05.2015 | ნანახია 1448 - ჯერ

7-ქალა ნანსიდან ამსტერდამში

ევროპის ჩემპიონატის “ა“ დივიზიონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე 7-ქალა ვარჯიშს ნანსში აგრძლებს, სადაც წინა უქმეებზე “სტანისლას სევენსზე” მე-9 ადგილი დაიკავეს. შეკრებაზე გოგონები მორიგი ტურნირისთვის ემზადებიან და ყოველდღიურად ორი საკონტროლო ვარჯიში უწევთ.

სპორტული კვირა 22 მაისს დასრულდება და შაბათ-კვირას 7-ქალა “ამსტერდამ სევენსის” ციებ-ცხელებაში ჩაერთვება, სადაც მათთან ერთად ქართული 7-კაცაც იასპარეზებს.

წინ ევროპის ჩემპიონატის “ა“ დივიზიონია, რომლის გათამაშებაც კაუნასში (ლიტვა)13 და 14 ივნისს გაიმართება.

7-ქალას შემადგენლობა “ამსტერდამ სევენსის” ტურნირზე: ანა პოღოსიანი, ნინო ელოშვილი, ბელა გოგსაძე, ანა ანდღულაძე, ნათია ცინცქილაძე, ქრისტინე გვაზავა, ანა კვაჭაძე, სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, თათია ბეიტრიშვილი, ნინო ტაბატაძე, ქეთევან მოდებაძე.

სამწვრთნელო შტაბი: ჯაბა მალაღურაძე – მთავარი მწვრთნელი, გიორგი მაისურაძე – ფიზ.მომზადება, ილია ლათიბაშვილი – ექიმი, ია ხურცილავა – მენეჯერი.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080595