ამბები

11:41 | 17.05.2015 | ნანახია 3137 - ჯერ

ტრადიციული სარაგბო ტურნირი ქანდაში

მცხეთის რაიონმა, კერძოდ ქანდამ საქართველოს რეგიონებს შორის ტრადიციულ, რიგით მე-5 სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა. შეჯიბრება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნუგზარ კანდელაკის აქტიური მონაწილეობით, აგრეთვე საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

საინტერესო და მოზარდებისთვის საჭირო და სახალისო ტურნირის მასპინძელი წეროვანის კლუბი „რაინდები“ (მთავარი მწვრთნელი ვახტანგ ზარიძე) იყო. ეს კლუბი რაიონში დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ მოზარდთა შორის რაგბის პოპულარიზაციას ეწევა, რაც ბავშვების რაინდულად, ჯანმრთელად აღზრდასა და საზოგადოებაში ინტეგრირებას უწყობს ხელს.

საინტერესოდ მიმდინარე, კარგად ორგანიზებულ შეჯიბრებაში მონაწილეობა 2001, 2002, 2003, 2004, 2005 და 2006 წლებში დაბადებულმა ბავშვებმა მიიღეს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის 10 რეგიონის შემდეგ გუნდებს წარმოადგენდნენ: „თბილისი-წიქარა“, „წეროვანი-რაინდები“,“ ხაშური-ლეგიონი“, „სურამი-მგლები“, „ყვარელი-ბუღები“, „დედოფლისწყარო-მიმინო“, „გურჯაანი-კახები“, „თელავი-მუტრუკები“, „ადიგენი-ჭულე“ და სამცხეთ-ჯავახეთის ხიზაბავრის საჯარო სკოლა.

ბიჭებმა რაგბის თამაშით იჯერეს გული და რაც მთავარია, შეჯიბრების მსვლელობისას ერთმანეთთან დამეგობრებაც მოასწრეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.1795