ერთა თასი

22:39 | 19.03.2016 | ნანახია 3350 - ჯერ

„საქართველომ ყველაფერში დაგვჯაბნა“

საქართველოს ნაკრებმა დღევანდელ მატჩში მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა - სწორედ ეს იყო რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლინ ჰაუელსის მთავარი გზავნილი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

„ცხადია, საქართველოს ნაკრებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მასპინძელბმა ბევრად უკეთ ითამაშეს, ვიდრე ჩვენ. მეტოქემ ყველა ასპექტში დაგვჯაბნა - დერეფანში, შერკინებაში, გაშლილ თამაშში... სამწუხაროდ, რუმინეთის ნაკრების თამაშში პოზიტიური ვერაფერი დავინახე. ჩვენი დღევანდელი შემადგენლობა შედარებით გაახალგაზრდავებული იყო, მინდოდა ახალგაზრდებსაც დაეგემოვნებინათ ეს ტურნირი“ - განაცხადა რუმინელთა უელსელმა მწვრთნელმა.

„მუხის ფოთლების“ კაპიტანი სტელიან ბურჩა მწვრთნელს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა:

„პირველ ტაიმში იყო ეპიზოდები, სადაც კარგად გამოვიყურებოდით. მეორე ტაიმში კი ქართველებმა საკმაოდ მოუმატეს და შეტევები გააძლიერეს. საბოლოო ჯამში, მასპინძლებმა გამარჯვება დამსახურებულად მოიპვეს“ - აღნიშნა ბურჩამ.

დღევანდელი მარცხის შემდეგ (9:38) რუმინეთის ნაკრები რაგბის ევროპის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:27 | 19.03.2016
ukleba (77)

რუმინელების განვიტარების ტემპი სამწუხაროდ ძალიან შეფერხდა. იმდენად რომ არც კი ვიცი რა დავწერო. ამას ემატება ასაკობრივების საშინელი ტამაშI პრაქტიკულად ყველა ტურნირზე. პორტუგალია და ესპანეტის ასაკობრივები ხშირად ჩაგრავენ რუმინელებს. ეს ძალიან ცუდია უპირველესად რუმინეთისტვის და მერე ჩვენტვისაც. გერმანია კი დიდ პროგრესს განიდის და 5-0 წელიწადში ძალიან დიდი ძალა იქნება. გერმანელებმა მოკიდეს ხელი რაგბს და მაგათმა ხელი რასაც მოკიდეს იქ ყველაფერი 1000-ინზეა. ასე რომ გერმანია მოდის თავისი დიდი ინდუსტიით და შრომისუნარიანობით

0.083307