ამბები

20:52 | 16.05.2015 | ნანახია 2867 - ჯერ

საქართველო ფიჯის გარდასახული ლელოთი ამარცხებს

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო თასის “ალაფის” ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტს, ფიჯის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს.

ანგარიში კუნძულელებმა ჯარიმით გახსნეს, რაზეც საქართველომ ჯარიმით უპასუხა, ხოლო ტაიმის შუაში თორნიკე ბუბუტეიშვილმა ლელო გაიტანა და მას ზუსტი გარდასახვა მოყვა. ფიჯიმ ჯარიმით შეამცირა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ჯარიმა საქართველომაც გაიტანა და შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 13:6.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081989