ქართული 7-ქალა კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირის მონაწილეა. ამჯერად გოგონები ნანსის ტურნირზე - „სტანისლას სევენსზე“ გაემგზავრნენ.
16-17 მაისს გასამართ ტურნირში რუმინეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვედეთის ქალთა გუნდები იღებენ მონაწილეობას.
ტურნირის შემდეგ ეტაპზე, 7-ქალა ნანსში შეკრებასაც გაივლის, რის ფარგლებშიც ადგილობრივი გოგონების გუნდებთან საკონტროლო ვარჯიშებს/შეხვედრებს გამართავს.
22 მაისს კი გოგონები ამსტერდამში გადაინაცვლებენ. „ამსტერდამ სევენსში“ ჩვენი ქალთა ნაკრები 7-კაცასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
7-ქალას შემადგენლობა 16-17 მაისის ნანსის საერთაშორისო ტურნირზე: ანა პოღოსიანი, ნინო ელოშვილი, ბელა გოგსაძე, ანა ანდღულაძე, ნათია ცინცქილაძე, ქრისტინე გვაზავა, ანა კვაჭაძე, სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, თათია ბეიტრიშვილი, ნინო ტაბატაძე, ქეთევან მოდებაძე.
სამწვრთნელო შტაბი: ჯაბა მალაღურაძე, გიორგი მაისურაძე, ილია ლათიბაშვილი, ია ხურცილავა.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია