ამბები

22:08 | 12.05.2015 | ნანახია 3348 - ჯერ

20-წლამდელებმა ურუგვაი დაამარცხეს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო თასის ალაფის პირველ მატჩში, ურუგვაის ნაკრები 46:12 დაამარცხა.

პირველ ტაიმში “უმცროსი ბორჯღალოსნები” მეტოქეს ყველაფერში ჯაბნიდნენ, განსაკუთრებით მოლსა და რაქში და დიდი უპირატესობის ფონზე ხუთი ლელოს გატანა და 31:0 დაწინაურება ლოგიკური იყო. 4 ლელოს გასატანად და პრემიალური ქულის ასაღებად ქართველებს სულ რაღაც 20 წუთი დასჭირდათ და შესვენებამდე მეხუთე ლელოც გაიტანეს. თავი იოსებ კიკვაძემ, ვასილ ლობჟანიძემ, ბექა გორგაძემ, ბადრი ლიპარტელიანმა და ანზორ სიჭინავამ გამოიჩინეს. რეზი ჯინჭველაშვილმა ხუთიდან სამი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

აქ თითქოს ყველაფერი დასრულდა და მეორე ტაიმი მშვიდ ვითარებაში უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ურუგვაელებმა ქართველთა პროვოცირება მოახდინეს და გუნდური ჩხუბის შემდეგ რეფერიმ სამხრეთამერიკელთან ერთად წითელი ბარათი გიორგი კოშაძესაც უჩვენა და მას ფიჯისთან მატჩის გამოტოვება მოუწევს. სავარაუდოდ, მოხდება ამ ეპიზოდის გარჩევა და იმედია, ეს ფაქტი სხვა ქართველი მორაგბეების დისკვალიფიკაციას არ გამოიწვევს. მალე ყვითელი ბარათით თორნიკე ბუბუტეიშვილი დაისაჯა და ურუგვაი 10 წუთით მეტობაში დარჩა.

საქართველომ ასეთ სიტუაციაში იმძლავრა და ანზორ სიჭინავამ ლელოთი ანგარიში 36:0 გახადა. მერე ერთი ლელო მეტოქემ მიითვალა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს გიორგი ბაბუნაშვილმა და ირაკლი სვანიძემ ორი ლამაზი ლელო გაიტანეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე ურუგვაიმ მეორედ შეძლო ბურთის ქართველთა ჩათვლის მოედანში დამიწება და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 46:12!

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ელიტიდან დაქვეითებულ ფიჯისთან გამართავს, რომელიც თავის პირველ შეხვედრას მასპინძელ პორტუგალიასთან ამ წუთებში მართავს.

2015 წლის მსოფლიო თასის “ალაფის” ჯგუფები და მატჩების განრიგი

I ტური. 12 მაისი

ურუგვაი – საქართველო 12:46 (0:31)

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე (ჯიქები), 14. ანზორ სიჭინავა (აკადემია), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), 11. იოსებ კიკვაძე (აია), 10. რეზი ჯინჭველაშვილი (აია), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი); 1. ნიკა ნეფარიძე (ლოკომოტივი), 2. ბადრი ალხაზაშვილი (ლელო-სარასენსი, კაპ.), 3. გიორგი მელიქიძე (ხარები), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (ტარბი, საფრანგეთი), 5. ოთარ გიორგაძე (აია), 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო-სარასენსი), 7. დავით პაპავაძე (ჯიქები), 8. ბექა გორგაძე (მონ-დე-მარსანი, საფრანგეთი).

სათადარიგოები: 16. ლაშა საჯაია (ჯიქები), 17. ბექა კაკაბაძე (კლერმონი, საფრანგეთი), 18. როლანდ კვაჭაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 19. გიორგი ცუცქირიძე (ბრივი, საფრანგეთი); 20. გიორგი კვესელაძე (იუნკერები), 21. თემურ თუთბერიძე (აია), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (აია).

განაცხადში არ არიან: ნიკა სვიმონიშვილი (ლელო-სარასენსი), თორნიკე ზოიძე (კლერმონი, საფრანგეთი), რატი შანიძე (ლელო-სარასენსი), დავით გულიტაშვილი (ხარები)

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონი, ზურა ამონაშვილი, გაგა გურეშიძე

ფიზ. მომზადების მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, გიორგი ნადარეიშვილი

ფიჯი - პორტუგალია

16 მაისი

ურუგვაი - პორტუგალია

ფიჯი - საქართველო

20 მაისი

საქართველო - პორტუგალია

ფიჯი - ურუგვაი

ბ ჯგუფი

12 მაისი

კანადა - ნამიბია

ტონგა - ჰონკონგი

16 მაისი

კანადა - ჰონკონგი

ტონგა - ნამიბია

20 მაისი

ნამინია - ჰონკონგი

ტონგა - კანადა

ფინალური დღე. 24 მაისი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083205