ამბები

20:47 | 12.05.2015 | ნანახია 2628 - ჯერ

20-წლამდელები ურუგვაის ანადგურებენ

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო თასის ალაფის პირველ მატჩში, ურუგვაის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ 31:0 ანადგურებს.

“უმცროსი ბორჯღალოსნები” მეტოქეს ყველაფერში ჯაბნიან. განსაკუთრებით თვალსაჩინოა უპირატესობა მოლსა და რაქში და ხუთილელოც შემთხვევით არ გასულა. პრემიალური ქულის მომტანი 4 ლელო 20 წუთის შემდეგ უკვე ქართველთა ანგარიშში იყო. თავი იოსებ კიკვაძემ, ბექა გორგაძემ და ბადრი ლიპარტელიანმა გამოიჩინეს, ხოლო მეხუთე ლელო ანზორ სიჭინავამ მიითვალა. რეზი ჯინჭველაშვილმა ხუთიდან სამი გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 31:0 და წინ კიდევ ერთი ტაიმია.

2015 წლის მსოფლიო თასის “ალაფის” ჯგუფები და მატჩების განრიგი

ა ჯგუფი

ფიჯი

საქართველო

პორტუგალია

ურუგვაი

I ტური. 12 მაისი

ურუგვაი - საქართველო 0:31 (I ტაიმის შემდეგ)

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე (ჯიქები), 14. ანზორ სიჭინავა (აკადემია), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), 11. იოსებ კიკვაძე (აია), 10. რეზი ჯინჭველაშვილი (აია), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი); 1. ნიკა ნეფარიძე (ლოკომოტივი), 2. ბადრი ალხაზაშვილი (ლელო-სარასენსი, კაპ.), 3. გიორგი მელიქიძე (ხარები), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (ტარბი, საფრანგეთი), 5. ოთარ გიორგაძე (აია), 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო-სარასენსი), 7. დავით პაპავაძე (ჯიქები), 8. ბექა გორგაძე (მონ-დე-მარსანი, საფრანგეთი).

სათადარიგოები: 16. ლაშა საჯაია (ჯიქები), 17. ბექა კაკაბაძე (კლერმონი, საფრანგეთი), 18. როლანდ კვაჭაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 19. გიორგი ცუცქირიძე (ბრივი, საფრანგეთი); 20. გიორგი კვესელაძე (იუნკერები), 21. თემურ თუთბერიძე (აია), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (აია).

განაცხადში არ არიან: ნიკა სვიმონიშვილი (ლელო-სარასენსი), თორნიკე ზოიძე (კლერმონი, საფრანგეთი), რატი შანიძე (ლელო-სარასენსი), დავით გულიტაშვილი (ხარები)

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონი, ზურა ამონაშვილი, გაგა გურეშიძე

ფიზ. მომზადების მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, გიორგი ნადარეიშვილი

ფიჯი - პორტუგალია

16 მაისი

ურუგვაი - პორტუგალია

ფიჯი - საქართველო

20 მაისი

საქართველო - პორტუგალია

ფიჯი - ურუგვაი

ბ ჯგუფი

კანადა

ჰონკონგი

ნამიბია

ტონგა

12 მაისი

კანადა - ნამიბია

ტონგა - ჰონკონგი

16 მაისი

კანადა - ჰონკონგი

ტონგა - ნამიბია

20 მაისი

ნამინია - ჰონკონგი

ტონგა - კანადა

ფინალური დღე. 24 მაისი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073541