ამბები

0:15 | 9.05.2015 | ნანახია 2700 - ჯერ

ლისაბონში ალაფის მოლოდინში

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის სტარტის მოლოდინში, ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” მზადებას ლისაბონში აგრძელებენ.

ქართველი 20-წლამდელები, რომლებიც ტურნირისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ და 4 შეკრება გაიარეს, პორტუგალიის დედაქალაქში ორი დღის წინ ჩავიდნენ.

გუნდმა მგზავრობის შემდეგ აღდგენა გაიარა, გუშინ კი უკვე ორჯერ სრულფასოვნად ივარჯიშა. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” კარგ ფორმაში არიან და სრული ძალებით ემზადებიან პირველი მატჩისთის, რომელშიც ჩვენი ნაკრები ურუგვაელ თანატოლებს 12 მაისს, საქართველოს დროით 20:00 საათზე ეთამაშება.

20-წლამდელების სამატჩო რაზმი შეხვედრამდე 24 საათით დასახელდება. მსოფლიო რაგბის განცხადებით, შარშანდელი ჰონკონგის ტურნირისგან განსხვავებით, ალაფის წლევანდელი მატჩები ინტერნეტ-სთრიმის მეშვეობით გადმოიცემა.

წლევანდელი ტურნირი 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით ლისაბონში გაიმართება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები A ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელი პორტუგალიის თანატოლთა ნაკრები გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის (ყოფილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი) საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.

მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):

12 მაისი საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ

16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ

20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ

24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091452