უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფისთვის დასკვნითი შეკრება დაასრულეს და სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების სატურნირო, 26 კაციანი რაზმი დაასახელა. გუნდი შეჯიბრზე 6 მაისს გაემგზავრება, ხოლო ალაფის ფერხულში 12 მაისიდან ჩაერთვება.
წლევანდელი ტურნირი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” “ა” ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელი პორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის (ყოფილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი) საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
მსოფლიო რაგბის განცხადებით, შარშანდელი ჰონკონგის ტურნირისგან განსხვავებით, ალაფის წლევანდელი მატჩები ინტერნეტ სთრიმის მეშვეობით გადმოიცემა.
მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):
12 მაისი საქართველო - ურუგვაი 20:00 სთ
16 მაისი საქართველო - ფიჯი 20:00 სთ
20 მაისი საქართველო - პორტუგალია 20:00 სთ
24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ
20-წლამდელების სატურნირო რაზმი
უკანა ხაზი [ბექები] | ||
15/14/11 | ირაკლი სვანიძე | ჯიქი |
15/14/11 | რატი შანიძე | ლელო სარასენს |
15/14/11 | დავით გულიტაშვილი | ხარები |
15/14/11 | იოსებ კიკვაძე | აია |
15/14/11 | ანზორ სიჭინავა | აკადემია |
13/12 | ბადრი ლიპარტელიანი | არმაზი |
13/12 | გიორგი კოშაძე | ხარები |
13/12 | გიორგი კვესელაძე | იუნკერები |
10 | რეზი ჯინჭველაშვილი | აია |
10 | გიორგი ბაბუნაშვილი | აია |
9 | ვასილ ლობჟანიძე | არმაზი |
9 | თემურ თუთბერიძე | აია |
შერკინება [ფორვარდები] | ||
1/3 | ნიკა ნეფარიძე | ლოკომიტივი |
1/3 | ბექა კაკაბაძე | კლერმონ [სფრ] |
1/3 | გიორგი მელიქიძე | ხარები |
1/3 | ნიკა სვიმონიშვილი | ლელო სარასენს |
2 | ბადრი ალხაზაშვილი | ლელო სარასენს |
2 | ლაშა საჯაია | ჯიქი |
4/5 | ოთარ გიორგაძე | აია |
4/5 | როლანდ კვაჭაძე | ორიაკ [სფრ] |
4/5 | მიხეილ ბაბუნაშვილი | ტარბ [სფრ] |
4/8 | თორნიკე ზოიძე | კლერმონ [სფრ] |
6/7/8 | დავით პაპავაძე | ჯიქი |
6/7/8 | თორნიკე ბუბუტეიშვილი | ლელო სარასენს |
6/7/8 | გიორგი ცუცქირიძე | ბრივ [სფრ] |
6/7/8 | ბექა გორგაძე | მონ დე მარსან [სფრ] |
სამწვრთნელო შტაბი:
ილია მაისურაძე - მთავარი მწვრთნელი, ლადო კილასონია - მწვრთნელი, ზურა ამონაშვილი - მწვრთნელი, გაგა გურეშიძე - მწვრთნელი, ირაკლი ჭყონია - ფიზ. მომზადების მწვრთნელი, გიორგი ნადარეიშვილი - ფიზ. მომზადების მწვრთნელი, ვახტანგ წიკლაური - ექიმი, ირაკლი შაორშიძე - ფიზიო, ლიამ რობინსონი - ფიზიო, დავით რამიშვილი - ვიდეო ანალიტიკოსი, ოთარ იაშვილი და ირაკლი ხუნდაძე - მენეჯერები.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია