6 ერი

12:44 | 19.03.2016 | ნანახია 15000 - ჯერ

პარისე: „ექვს ერში საქართველოს ადგილი არაა“

იტალიის ნაკრების კაპიტანი სერხიო პარისე განარისხა იდეამ, რომლის თანახმადაც ექვსი ერის ბოლო ადგილოსანმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულთან პლეი ოფი უნდა გამართოს და გამარჯვებულმა მომავალ სეზონში ევროპი უძლიერეს ტურნირში ითამაშოს.

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ იტალიის პირდაპირ დაქვეითება საცოდაობაა, თუმცა სამომავლოდ გადათამაშების დანერგვა მისაღები ვარიანტი იქნება. ამ ლოგიკით, 2017 წლის ექვსი ერის საგზურისთვის, იტალიას საქართველოსთან უნდა ეთამაშა, რაზეც პარისეს აზრი BBC-მ კითხა:

„ეს ძალიან უაზრო საკითხია, რადგან იტალია ამ ტურნირისთვის უზომოდ ბევრს აკეთებს. წარმოიდგინეთ, რომ ირლანდია, შოტლანდია, ან საფრანგეთი, ბოლო ადგილზე გადის და გადათამაშებაში უწევს მონაწილეობა. თქვენ ფიქრობთ, რომ ირლანდიის, ან საფრანგეთის რაგბის კავშირი ამას დათანხმდება? თუ მხოლოდ იმიტომ ვსაუბრობთ მსგავს თემებზე, რომ ჩვენ იტალია ვართ?“ - ამბობს პარისე.

ექვსი ერის მიმდინარე სეზონში „აძურამ“ ოთხივე თამაში დათმო, მათგან სამში უშანსოდ დამარცხდა, თუმცა პარისე, რომლის ანგარიშზეც 118 კეპია ეჭვობს, რომ მეორე დონის ქვეყნები იტალიის მსგავს წარმატების მიღწევას შეძლებენ:

„არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც წარსულში მოხდა. პატივს ვცემთ ყველა ქვეყანას, საქართველომ და რუმინეთმა თავის დონეზე დიდი პროგრესი განიცადეს, მაგრამ არცერთ მათგანს არ აქვს იმის მსგავსი შედეგი, რაც ჩვენ ვაჩვენეთ. მათ არასდროს დაუმარცხებიათ საფრანგეთი და ორჯერ არ მოუგიათ ირლანდიისთვის. ჩვენგან განსხვავებით, მათ არ ჰქონიათ ისტორიული შედეგი და ამრიგად, ექვს ერში სწორედ იტალია უნდა თამაშობდეს. ეს ძალიან მარტივია“ - ასკვნის სერხიო.

იტალია ექვს ერს 2000 წლიდან შეუერთდა და განვლილ 17 წელიწადში 11-ჯერ გახდა „ხის კოვზის“ მფლობელი. სხვადასხვა დროს მათ დამარცხებული ყავთ უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი და ირლანდია, თუმცა, მე-5 ადგილზე ზევით არასდროს ასულან.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
06:18 | 20.03.2016
Shalva Benidze (1)

იცის რომ საქართველოსთან სახუმაროდ არ აქვთ საქმე და წარსულ დიდებას იხსენებს...

23:08 | 19.03.2016
test (124)

შიში ოხერია ))

14:29 | 19.03.2016
Leon Bass (4)

ეი, პარისე, ბევრს რომ ხტუნაობ კანიდან არ ამოხტე, მე არ ვიცი "აძურამ" ვინ როდის დარამდენჯერ დაამარცხა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ "ბორჯღალოსნებთან" მაგრად გაგიჭირდებათ მოგება, ფაქტიურად შანსი არ გაქვთ და თუ მასე არ არის დაგვიმტკიცეთ გინდა მანდ, გინდა აქ თბილისში, გნებავს სადაც გული გაგიწევთ სულ ერთია ჩვენთვის სად შეგიგდებთ ))... # რაგბიჩვენითამაშია
BE GENTLEMAN PLAY RUGBY! ! !

14:26 | 19.03.2016
Kaxa Turmanidze (1)

Ase rom kaci ilaparakebs da mitumetes spocmeni mas ukve moedanze gasvlamde akvs tamashi cagebuli.imitom cucunebs diacivit..gamovidnen da gvetamashon,is mainc knas ragbys kavshirma amgentan mainc chagvinishnos celicadshi 2 amxanaguri

13:55 | 19.03.2016
Abesadze Abesadze (1)

იგრძნო ბიჭმა ჩვენი ლომები გაგუდავდნენ თამაში და აკივლდა მართლა თუ იმსახურებთ მანდ თამაშს დაუმტკიცე მსოპლიოს

13:46 | 19.03.2016
baqo22 (10)

სერჯიო შე ერთუჯრედიანო ამება. თქვენ 85451 ჯერ ეთამაშეთ საფრანგეტს და 1 მოიგეთ. ირლანდიას 5854455 ჯერ და 2 მოიგეთ. აბა ერთი მითხარი ჩვენ რამდენჯერ გვაქვს მათთან ნათამაშები???? ერთხელ ფრანგებთან და ორჯერ ირლანდიელებთა. და ამ ორიდენ ერთში თითქმის დავამარცხეთ.

13:03 | 19.03.2016
otia-83 (13)

ე ბიჯო თუ ესეთი მაგრები ხართ და თქვენ უფრო იმსახურებთ, გვეთამაშეთ და მოგვიგეთ, ალალი იყოს მერე "დამსახურებული" ადგილი თუ ჩვენ გაჯობებთ და ამ ეტაპზე უკეთესი გუნდი გვეყოლება მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს 5 წლის წინ ირლანდიას მოუგე თუ შავებს?

13:02 | 19.03.2016
DataN24 (215)

მოდი და არ აგინო ახლა ამას ამდენი წელია 6 ერზე თამაშობენ და სულ 1-2 მნიშვნელოვანი გამარჯვება თუ ექნებათ მოპოვებული ყოველწლიურად ამდენი თამაში აქვთ ბობოლებთან და მაინც ისეთი და ქ ლიავეულები დარჩნენ რაც იყვნენ ჩვენ სად დავამარცხებდით იტალიას ან საფრანგეთს მსოფლიოზე თუ მოგვიწია 4 წელიწადში ერთხელ შეხვედრა იქ ცხადია ვერ მოუგებთ გამოუცდელი გუნდი მალე დადგება მაკარონებივით რო დაგამტვრევთ ის დღE ცოტაც მოიცადე პარისე მანამდე არ გაანებო რაგბს თავი

0.129492