ამბები

0:51 | 1.05.2015 | ნანახია 1650 - ჯერ

20-წლამდელების მარცხი “არმაზთან”

შეკრებაზე მყოფმა უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” ალაფამდე ბოლო საკონტროლო მატჩი რუსთავის სარაგბო სტადიონზე გამართეს და უმაღლესი ლიგის კლუბ “არმაზთან” 26:29 დამარცხდნენ.

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 2015 წლის მსოფლიო რაგბის ალაფის მზადების დასკვნით ეტაპს 26 აპრილს შეუდგა. ამჯერად, გუნდი შეკრებას რუსთავის სარაგბო სტადიონზე გადის და მას 2 მაისს დაასრულებს.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამგზავრებამდე, სამწვრთნელო შტაბი ჩვენი ნაკრების 26-მოთამაშიან სატურნირო რაზმს დაასახელებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091051