ამბები

12:34 | 28.04.2015 | ნანახია 1710 - ჯერ

“არმია” უმაღლესში დარჩა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მე-9 ადგილზეა გასულმა თბილისის “არმიამ”, ელიტაში დასარჩენ პლეი ოფში პირველი ლიგის მეორეადგილოსანი თბილისის “დინამო” ორი მატჩის ჯამში 55:39 დაამარცხა და XXVI გათამაშებაში კვლავ უძლიერესთა შორის იქნება.

წყვილის ბედი ფაქტობრივად პირველ შეხვედრაში გადაწყდა, როდესაც არმიელებმა მეტოქეს “ავჭალაზე” 6 ლელო გაუტანეს, თავად მხოლოდ 2 გაუშვეს და საპასუხო შეხვედრის წინ 19-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 36:17. განმეორებით შეხვედრაში “დინამომ” გამარჯვების მოპოვება მოახერხა, ოღონდ მხოლოდ 3 ქულის სხვაობით (22:19) და პირველ ლიგაში დარჩა, ხოლო “არმიამ” უმაღლეს დონეზე ადგილი შეინარჩუნა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080795