მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის წლევანდელ გათამაშებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ტურნირისთვის მზადების ფარგლებში 20-წლამდე ბორჯღალოსნებმა წელს დიდი გზა განვლეს, ხოლო 26 აპრილს ისინი ტურნირამდე ბოლო შეკრებას დაიწყებენ, რომელიც 2 მაისის ჩათვლით რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.
წლის დასაწყისიდან დღემდე 20-წლამდელებმა 4 შეკრება გამართეს: მენტალური გამძლეობის შეკრება, შემდეგ იყო თბილისური შეკრება, რომლის ფარგლებშიც მათ ახალგაზრდა ძიუდოისტებთან 2 ერთობლივი ვარჯიში გამართეს, ამას მარტის მოკლე შეკრება მოყვა. ბოლო შეკრება კი 10-დან 18 აპრილის ჩათვლით გაიმართა, რომლის დროსაც 20-წლამდელებმა 17 აპრილს ფრანგული ‘კლერმონის’ ესპუართა გუნდთან სპარინგ-მატჩი ითამაშეს.
ბოლო შეკრებაზე
რუსთავში ახალგაზრდა ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი ასევე სპარინგ-მატჩს გეგმავს, რომელიც 30 აპრილს 17 საათზე გაიმართება. 20-წლამდელები რაგბის კლუბ ‘არმაზს’ ერკინებიან, რომელიც უმაღლესი ლიგის პლეი’ოფს გარეთ დარჩენილი კლუბების რამდენიმე მოთამაშეს დაიმატებს.
გაფართოებული რაზმი
შეკრებაზე შესვლამდე სამწვრთნელო შტაბმა გუნდის გაფართოებული, 32 მოთამაშიანი რაზმი დაასახელა:
| უკანა ხაზი [ბექები] | ||
| 15/14/11 | ირაკლი სვანიძე | ჯიქი | 
| 15/14/11 | რატი შანიძე | ლელო | 
| 15/14/11 | დავით გულიტაშვილი | ხარები | 
| 15/14/11 | იოსებ კიკვაძე | აია | 
| 15/14/11 | ანზორ სიჭინავა | აკადემია | 
| 13/12 | ბადრი ლიპარტელიანი | არმაზი | 
| 13/12 | გიორგი კოშაძე | ხარები | 
| 13/12 | სანდრო ილურიძე | აკადემია | 
| 13/12 | თემურ ირემაძე | აია | 
| 13/12 | გიორგი კვესელაძე | იუნკერები | 
| 10 | რეზი ჯინჭველაშვილი | აია | 
| 10 | გიორგი ბაბუნაშვილი | აია | 
| 9 | ვასილ ლობჟანიძე | არმაზი | 
| 9 | თემურ თუთბერიძე | აია | 
| 9 | გივი ლოსაბერიძე | აია | 
| შერკინება [ფორვარდები] | ||
| 1/3 | ნიკა ნეფარიძე | ლოკომიტივი | 
| 1/3 | ზაზა ხარებავა | ლა როშელ [სფრ] | 
| 1/3 | ბექა კაკაბაძე | კლერმონ [სფრ] | 
| 1/3 | გიორგი მელიქიძე | ხარები | 
| 1/3 | ნიკა სვიმონიშვილი | ლელო | 
| 2 | ბადრი ალხაზაშვილი | ლელო | 
| 2 | ლაშა საჯაია | ჯიქი | 
| 2 | გიორგი თედორაძე | თიბიეს | 
| 4/5 | ოთარ გიორგაძე | აია | 
| 4/5 | როლანდ კვაჭაძე | ორიაკ [სფრ] | 
| 4/5 | მიხეილ ბაბუნაშვილი | ტარბ [სფრ] | 
| 4/8 | თორნიკე ზოიძე | კლერმონ [სფრ] | 
| 6/7/8 | დავით პაპავაძე | ჯიქი | 
| 6/7/8 | თორნიკე ბუბუტეიშვილი | ლელო | 
| 6/7/8 | გიორგი ცუცქირიძე | ბრივ [სფრ] | 
| 6/7/8 | ჟორა მღებრიშვილი | ხარები | 
| 6/7/8 | ბექა გორგაძე | მონ დე მარსან [სფრ] | 
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელების ალაფა 2015
ტურნირი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ‘ა’ ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელიპორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):
12 მაისი საქართველო - ურუგვაი 20:00 სთ
16 მაისი საქართველო - ფიჯი 20:00 სთ
20 მაისი საქართველო - პორტუგალია 20:00 სთ
24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ
ტურნირის განრიგი სრულად>>> http://www.worldrugby.org/tournament/1567/fixtures
rugby.ge








კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია