ამბები

22:23 | 22.04.2015 | ნანახია 2217 - ჯერ

მსოფლიო თასი: 28 აპრილიდან 25 000 დაბრუნებული ბილეთი გაიყიდება

28 აპრილს, დიდი ბრიტანეთის დროით დილის 10:00 საათიდან (საქართველოს დროით 13:00 საათიდან) ქომაგებს დამატებით თასის დამატებითი ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ტურნირის ბილეთების გაყიდვის ოფიციალური ვებ-გვერდის (tickets.rugbyworldcup.com) მეშვეობით მიეცემათ.

გასაყიდად გამოვა 12 მატჩის 25.000 ბილეთი, რომლებიც 16 მატჩის მიმდინარე ბილეთებს დაემატება.

28 აპრილიდან გაიყიდება შემდეგი მატჩების ბილეთები:

ბრაიტონის საზოგადოებრივი სტადიონი, ბრაიტონი

სამხრეთ აფრიკა - იაპონია, 19 სექტემბერი

სამოა - აშშ, 20 სექტემბერი

ელანდ როუდი, ლიდსი

შოტლანდია - აშშ, 27 სექტემბერი

კინგსჰოლმ სთედიუმი, გლოსთერი

ტონგა - საქართველო, 19 სექტემბერი

შოტლანდია - იაპონია, 23 სექტემბერი

არგენტინა - საქართველო, 25 სექტემბერი

აშშ - იაპონია, 11 ოქტომბერი

სენდი პარკი, ექსეტერი

ტონგა - ნამიბია, 29 სექტემბერი

ნამიბია - საქართველო, 7 ოქტომბერი

იტალია - რუმინეთი, 11 ოქტომბერი

ვილა პარკი, ბირმინგემი

სამხრეთი აფრიკა - სამოა, 26 სექტემბერი

ავსტრალია - ურუგვაი, 27 სექტემბერი

ბილეთების ხელახალი გაყიდვების ოფიციალური სერვისი, რომელიც 24 მარტს გაეშვა, ქომაგებს აძლევს იმ ბილეთების თავის ფასში დაბრუნების შესაძლებლობას, რომელთაც კონკრეტულ მატჩებზე დასწრება აღარ სურთ. ეს სერვისი უსაფრთხო, გამჭვირვალე და ავტორიზებული სისტემით ხორციელდება. ბილეთების ხელახალი გაყიდვების ოფიციალური სერვისი ტურნირის ბოლომდე იმოქმედებს. ნებისმიერი ბილეთი, რომელიც მატჩის დაწყებამდე 24 საათით ადრე დაიდება გასაყიდად, გამყიდველი ქომაგის მფლობელობაში დარჩება.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084144