ამბები

16:05 | 13.04.2015 | ნანახია 3922 - ჯერ

გორგოძე და ჩილაჩავა ტურის სიმბოლურში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულონის” მორკინალებმა - მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა, Top 14-ის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.

“გრენობლთან” სტუმრად 35:24 მოგებულ შეხვედრაში, ორივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუდარებლად იასპარეზა. გორგოძემ შეუცვლელად ითამაშა, ჩილაჩავა 68-ე წუთზე იტალიელმა კასტროჯოვანიმ შეცვალა, მაგრამ მხოლოდ 4 წუთით და ქართველი კვლავ მოედანზე დაბრუნდა. ისინი შერკინებებში ერთ მხარეს იდგნენ (მარჯვნივ) და მეტოქეს სისხლი გაუშრეს. გარდა ამისა, ორივე აქტიურობდა გაშლილ თამაშში, ხოლო მამუკა დაცვაშიც შესანიშნავად გაისარჯა და 22 ბოჭვა შეასრულა. “გრენობლმა” 4 ლელო გაუტანა, “ტულონმა” მხოლოდ ორით უპასუხა, მაგრამ მასპინძლებს 7 ჯარიმა გაუტანა და საბოლოო შედეგიც ამის ხარჯზე დადგა.

სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილ მორაგბეებს ფრანგმა ჟურნალისტებმა ტრადიციულად მოკლე დახასიათება დაურთეს:

3 - ლევან ჩილაჩავა: “ქართველი “სტად დე ალპზე” საკუთარი გუნდის წარმატების არქიტექტორი იყო. მატჩის შედეგი დიდწილად შერკინებებში მის მიერ გაწეულმა ღვაწლმა განაპირობა. ყოველთვის, როდესაც მწვრთნელები ჰეიმანის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ჩილაჩავას ანდობენ, ის ამ ნდობას სრული პასუხისმგებლობით ეკიდება და ამოცანას წარმატებით ასრულებს”.

7 - მამუკა გორგოძე: “ტულონში” გადასვლის დღიდან პირველად, ქართველი მესამეხაზელი დამაჯერებელი იყო და ბოლოს და ბოლოს შემოგვთავაზა ის თამაში, რომელიც მის სტატუსს შეეფერება. “გრენობლთან” (35:24) ჰიპერაქტიურმა გორგოძემ 22 ბოჭვა შეასრულა”.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109423