ამბები

20:26 | 11.04.2015 | ნანახია 2139 - ჯერ

2015 წლის ალაფისთვის მზადება გრძელდება

20-წლამდე ბორჯღალოსნები მსოფლიო ახალგაზრდული ალაფისთვის მზადების ფარგლებში მორიგ (ბოლოს წინა) შეკრებას შეუდგნენ. ამ შეკრებაზე ქართველი 20-წლამდელები სპარინგ-მატჩს გამართავენ ფრანგული ტოპ 14-ის კლერმონის ესპუარებთან.

კლერმონი ორშაბათს ჩამოდის

ფრანგული გუნდი თბილისში 13 მაისს, გამთენიას ჩამოვა. კლერმონი თბილისში ავჭალის ბაზაზე ივარჯიშებს, ხოლო 20-წლამდე ბორჯღალოსნებს 17-მაისს შევარდენზე ესპარინგებიან (მატჩის დაწყების დრო კვირის განმავლობაში დაზუსტდება).

20-წლამდელების ღია ვარჯიში

სპარინგ-მატჩამდე ქართველი 20-წლამდელები 15 აპრილს შევარდენზე ღია ვარჯიშს გამართავენ, რომელიც 17 საათზე დაიწყება. მედია საშუალებების წარმომადგენლებს ვარჯიშზე მისვლა 16:30 სააიდან შეეძლებათ. ტრადიციული ღია ვარჯიშისგან განსხვავებით, ფოტო-ვიდეო გადაღება ნება დართული იქნება, მხოლოდ ტრიბუნიდან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის მოსამზადებელ ეტაპზე, ჩვენმა გუნდმა აქამდე 3 შეკრება გაიარა - წლის დასაწყისში მენტალური გამძლეობის შეკრება ჰქონდათ, შემდეგ იყო თბილისური შეკრება, რომლის ფარგლებშიც მათ ახალგაზრდა ძიუდოისტებთან გამართეს 2 ერთობლივი ვარჯიში, ბოლოს კი მარტის შეკრება შევარდენზე გაიარეს. 20-წლამდელები ალაფამდე უკანასკნელ მთავარ შეკრებას 26 აპრილს გეგმავენ. ამ შეკრებაზე სამწვრთნელო შტაბმა ასევე საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებსაც უხმო.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელების ალაფა 2015

ტურნირი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ‘ა’ ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელიპორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.

მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):

12 მაისი საქართველო - ურუგვაი 20:00 სთ

16 მაისი საქართველო - ფიჯი 20:00 სთ

20 მაისი საქართველო - პორტუგალია 20:00 სთ

24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ

ტურნირის განრიგი სრულად>>> http://www.worldrugby.org/tournament/1567/fixtures

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07715