ამბები

14:23 | 6.04.2015 | ნანახია 2459 - ჯერ

7-ქალა ბელგიაში მეორეა

საქართველოს მორაგბეთა 7-ქალა ნაკრებმა, ბელგიის ქალაქ გენტის საერთაშორისო ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე გოგონებს ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონის შეხვედრებისთვის ამზადებს და ეს მეორე ტურნირია, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ითამაშა. 7-ქალამ ორი კვირის წინ ათენის ტურნირი მოიგო, ახლა კი, გენტში მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევროპული კლუბები იყვნენ. პირველ ორ შეხვედრაში ქართულმა 7-ქალამ ფრანგულ “პოს” 29:0, ხოლო ჰოლანდიურ “პარსე რებელენს” 21:10 მოუგო, მერე ბელგიურ “ანტვერპენთან” 12:17 დამარცხდა. ამას ჰოლანდიური “ტულიპსის” 14:10 დამარცხება მოყვა, მაგრამ კიდევ ერთმა ჰოლანდიურმა კლუბმა “ვინდმილსმა” ქართველებს 10:0 აჯობა. ფინალში გასასვლელ თამაშში საქართველოს ნაკრებმა გერმანული კლუბი 28:0 დაამარცხა და ფინალში კვლავ “ვინდმილსს” შეხვდა, მაგრამ რევანში არ შედგა და 0:31 მარცხის შემდეგ მეორე ადგილს დასჯერდა.

7-ქალას მომდევნო ტურნირი 16-17 მაისს საფრანგეთში, ნანსიში ელის, ხოლო 23-24 მაისს ამსტერდამის დიდ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონს 13-14 ივნისს ლიტვის დედაქალაქი კაუნასი უმასპინძლებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.108471