ერთა თასი

19:44 | 18.03.2016 | ნანახია 1382 - ჯერ

„არ მინდა შარშანდელი განმეორდეს“

ხვალინდელი თამაშის წინ „დინამო არენაზე“ გასამართი შეხვედრის წინასამტჩო პრესკონფერენციზე რუმინეთის ნაკრების უელსელმა თავკაცმა ლინ ჰაუელსმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მათ და ქართველებს სხვადასხვა მდგომარეობა აქვთ და შესაბამისად, მათი მიზნებიც განსხვავდება:

„საქართველოს ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს, ჩვენ კი, ადგილის მოსაპოვებლად მოგვიწევს ბრძოლა. წლევანდელ ტურნირზე შევეცადე რამდენიმე პოზიციაზე სხვადასხვა მორაგბე გამომეცადა, სულ 45 მორაგბეს მოუწია თამაშში ჩართვა. ხვალ ორივე ნაკრებმა ლაღი და ლამაზი რაგბი უნდა ვითამაშოთ, რათა მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საუკეთესო გუნდები ვართ რაგბი ევროპის ჩემპიონატში. გასულ წელს სანახაობრივი მატჩი არ გამოდგა, ამიტომ არ მინდა შარშანდელი განმეროდეს“.

ჰაუელსს 6 ერის გაფართოების პერსპექტივაზე და „მსოფლიო რაგბის“ დამოკიდებულებაზეც ჰკითხეს:

„მსოფლიო რაგბი მხარში გვიდგას და ჩვენნაირ ქვეყნებს განვითარებაში ეხმარება. 6 ერის გაფართოების პრობლემას ამ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტში ვხედავ, სწორედ ის აფერხებს ტურნირის გაფართოების პროცესს. უნდა შევეცადოთ ჩვენი თამაშით დავანახოთ, რომ მაღალ დონზე გამოსვლას ვიმსახურებთ“ - განაცხადა უელსელმა სპეციალისტმა.

საქართველოსა და რუმინეთს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი ხვალ, 17:00 საათზე „დინამო არენაზე“ დაიწყება.

უჩა გოგიძე

ფოტო - გიორგი ჭელიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087201