საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება “ავჭალაზე”, გორის “ჯიქებისა” და თბილისის “თიბიეს უნივერსიტეტის” მატჩით ოფიციალურად დასრულდა.
ამ თამაშის შედეგს პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და მაყურებელმაც გახსნილი თამაში იხილა. “ჯიქებმა” პირველ ლიგაში დაქვეითებული გუნდისგან სამი ლელო გაუშვა (გოგლიძე, მახარაძე, ჩაჩავა), მაგრამ თავად რვა გაიტანა (შენგელია, ქარჩავა, ტრაპაიძე 2, მამრიკიშვილი, კიკნაძე, ოქრომელიძე, შუბითიძე) და ჯამში 52:21 იმარჯვა.
რადგან შემდეგ შაბათ-კვირას აღდგომის დღესასწაულია, პლეი ოფის პირველი ეტაპის თამაშები 9 აპრილს გაიმართება. დასავლეთიდან “ბათუმი” და ქუთაისის “აია”, ხოლო აღმოსავლეთიდან თბილისის “ლოკომოტივი” და რუსთავის “ხარები” გაარკვევენ იმ ორი გუნდის ვინაობას, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფის მეორე ეტაპზე გააგრძელებენ.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. XVIII (ბოლო) ტური
4 აპრილი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
არმია (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 5:26
თბილისი. ავჭალა. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 13:6
მარტყოფი. 16:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - ხარები (რუსთავი) 10:3
ქუთაისი. აია. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი) 20:5
თბილისი. “ავჭალა”. 200 მაყურებელი
ჯიქები (გორი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) 52:21
1 | ყოჩები | 18 | 13 | 1 | 4 | 379:246 | 58 |
2 | ლელო-სარასენსი | 18 | 12 | 3 | 3 | 355:228 | 56 |
3 | ბათუმი | 18 | 10 | 1 | 7 | 337:261 | 50 |
4 | ლოკომოტივი | 18 | 9 | 1 | 8 | 327:267 | 48 |
5 | ხარები | 18 | 9 | 2 | 7 | 326:249 | 46 |
6 | აია | 18 | 10 | 0 | 8 | 332:246 | 46 |
7 | არმაზი | 18 | 8 | 1 | 9 | 308:342 | 38 |
8 | ჯიქები | 18 | 7 | 2 | 9 | 294:284 | 36 |
9 | არმია | 18 | 4 | 1 | 13 | 222:404 | 22 |
10 | თიბიესი | 18 | 2 | 0 | 16 | 244:597 | 11 |
პლეი ოფი. პირველი წრე. 9 აპრილი
ბათუმი (ბათუმი) - აია (ქუთაისი)
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
პლეი ოფი. მეორე წრე. 16 აპრილი
ყოჩები (ბოლნისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)
პირველი წრის გამარჯვებულები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია