ამბები

15:53 | 5.04.2015 | ნანახია 2710 - ჯერ

კაჭარავა ჩელენჯ კაპის პლეიოფშია

რუსეთის ჩემპიონმა კრასნოიარსკის “ენისეიმ” “ჩელენჯ კაპის” შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში იტალიური “მოლიანო” 19:15 დაამარცხა და 2015-16 სეზონის ძირითად ბადეში მოსახვედრ პლეიოფში გავიდა. საქართველოს ნაკრების შუამარბი დავით კაჭარავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა.

პირველ ტაიმში “ენისეიმ” სამი ჯარიმა გაიტანა, “მოლიანომ” მხოლოდ ერთი. სტუმრებს თითო-თითო დარტყმა პირველ და მეორე ტაიმის დასაწყისში გაუცუდდათ, მერე კი, მასპინძლებმალელო გაიტანეს და გარდასახვით 16:3 დაწინაურდნენ. იტალიელებმა საპასუხო ლელო მეორე ნახევრის შუაში გაიტანეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ამით მასპინძლებმა ისარგებლეს და ჯარიმით უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდეს (19:8). შეხვედრის მიწურულს “მოლიანომ” მეორე ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა, მაგრამ მეტის მისაღწევად დრო არ ეყო.

“ენისეისა” და “მოლიანოს” ჯგუფის მესამე წევრი, პორტუგალიური უნივერსიტეტის გუნდი დამარცხებული ყავდათ და ერთწრიან ჯგუფში პირველი ადგილი კრასნოიარსკულ კლუბს შეხვდა. პლეი ოფში მათი მეტოქე რუმინეთის ჩემპიონი “ბაია მარე” იქნება. ბუქარესტში თამაში 18 აპრილს გაიმართება, ხოლო 2 მაისს საპასუხო შეხვედრაა კრასნოიარსკში.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089859