საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ტურის ოთხივე პარალელური შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მიუხედავად ამისა, შეხვედრები მოსალოდნელი შედეგებით დასრულდა და საბოლოოდ გაირკვა ის წყვილები, რომლებიც უკვე 9 აპრილიდან საჩემპიონო მარათონს შეუდგებიან.
“არმია” ჩემპიონ “ლელო-სარასენსთან” მატჩში ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა პირველ ტაიმში და მეორეს დასაწყისში ჯარიმებით მოიპოვა უპირატესობა, მერე სანდრო ქოიავამ და სანდრო თოდუამ ლელოები გაიტანეს და “ლელო-სარასენსმაც” 26:5 იმარჯვა.
მაგრამ ეს პირველობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ლიდერ ბოლნისის “ყოჩებს” რუსთავის “ხარებთან” დარტყმები არ წაუვიდა, მაგრამ რუსთაველების ჯარიმას ნიკო აფციაურმა და რატი გარუჩავამ ორი ლელოთი უპასუხეს და ბოლნისელებმა ტაიმი 10:3 მოიგეს. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა, გამარჯვება “ყოჩებს” დარჩა და რეგულარული პირველობის გამარჯვებული გახდა. “ხარებმა” ერთი პრემიალური ქულა აიღო და მისი წყალობით მეხუთე ადგილი დაიკავა.
ქუთაისში “აიამ” “არმაზს” 20:5 მოუგო და ამ თამაშის ვრცელი მიმოხილვა ამავე საიტზე შეგიძლიათ იხილოთ. თბილისში “ბათუმი” 15 წუთის შემდეგ ბახვა კობახიძის ორი ჯარიმით 6:0 იგებდა, მაგრამ შესვენებისას უკვე 6:10 აგებდა. ლელო ბიწაძემ გაიტანა, რასაც წიკლაურმა ზუსტი გარდასახვა და კიდევ ერთი ჯარიმა დაურთო. მანვე მეორე ტაიმში კიდევ ერთი ჯარიმა მიითვალა და “ლოკომოტივმა” 13:6 მოიგო.
ამრიგად, პლეი ოფის პირველ ეტაპზე დასავლეთ საქართველოს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან და მასპინძლები ბათუმელები იქნებიან, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლები თბილისში ითამაშებენ. მეორე ეტაპიდან განაგრძობენ ბრძოლას ლიდერი ბოლნისის “ყოჩები” და ჩემპიონი თბილისის “ლელო-სარასენსი” და პირველი ფინალისტი უკვე 16 აპრილს გაირკვევა.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. XVIII (ბოლო) ტური
4 აპრილი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
არმია (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 5:26
თბილისი. ავჭალა. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 13:6
მარტყოფი. 16:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - ხარები (რუსთავი) 10:3
ქუთაისი. აია. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი) 20:5
1. | ყოჩები | 18 | 13 | 1 | 4 | 379:246 | 58 | |
2. | ლელო-სარასენსი | 18 | 12 | 3 | 3 | 355:228 | 56 | |
3. | ბათუმი | 18 | 10 | 1 | 7 | 337:261 | 50 | |
4. | ლოკომოტივი | 18 | 9 | 1 | 8 | 327:267 | 48 | |
5. | ხარები | 18 | 9 | 2 | 7 | 326:249 | 46 | |
6. | აია | 18 | 10 | 0 | 8 | 332:246 | 46 | |
7. | არმაზი | 18 | 8 | 1 | 9 | 308:342 | 38 | |
8. | ჯიქები | 17 | 6 | 2 | 9 | 242:263 | 31 | |
9. | არმია | 18 | 4 | 1 | 13 | 222:402 | 22 | |
10. | თიბიესი | 17 | 2 | 0 | 15 | 223:545 | 11 |
XVIII ტური. 5 აპრილი
თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი
ჯიქები (გორი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)
პლეი ოფი. პირველი წრე. 9 აპრილი
ბათუმი (ბათუმი) - აია (ქუთაისი)
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
პლეი ოფი. მეორე წრე. 16 აპრილი
ყოჩები (ბოლნისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)
პირველი წრის გამარჯვებულები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია