საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე 18-წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლისთვის მადლობას უხდის:
მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენ არაჩვეულებრივ ბიჭებს, მთელს სამწვრთნელო შტაბს და დელეგაციის წევრებს თავდადებისთვის, შემართებისთვის, ერთმანეთის და სამშობლოს სიყვარულისთვის! მინდა მივულოცო ჩვენს ნაკრებს და გულშემატკივრებს ისტორიული წარმატება რაც გულისხმობს ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ფინალში გასვლას.
დამარცხება ყოველთვის მწარეა, მითუმეტეს დიდი ანგარიშით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ შესანიშნავი ბიჭებისთვის ეს დამარცხება მომავლში არანაკლებ სასარგებლო და მნიშვნელოვანი გამარჯვების საწინდარი იქნება ვიდრე ირლადნიასთან და იტალიასთან ბრწყინვალე გამარვებები.
ფაქტია, რომ ქართულ რაგბს შესანიშნავი შევსება ეზრდება! ეს ის თაობაა, რომელიც 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში გასვლის შემთხვევაში, ითამაშებს მსოფლიო გრანდებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თაობამ უმაღლეს დონეზე გამოცდილება მიიღო.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მოთამაშეებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საბაბი ვიყოთ ამაყნი.
დღეს სტადიონზე ბევრი ქართველი იყო შეკრებილი, რომლებიც მთელი თამაშის გამავლობაში ქომაგობდნენ ჩვენ ბიჭებს და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ვინს ამ დღეების განმავლობაში, როგორც საფრანგეთში ისე საქართველოში გულშემატკივრობდა ნაკრებს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი
გიორგი ნიჟარაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია