ამბები

17:31 | 2.04.2015 | ნანახია 4771 - ჯერ

“აიას” “ხარებთან” წაგება ჩაუთვალეს და ქულა დააკლეს

საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიამ, საქართველოს ჩემპიონატის მე-17 ტურში რუსთავის “ხარებისა” და ქუთაისის “აიას” შორის გამართული მატჩისას მომხდარი დარღვევა განიხილა და გადაწყვეტილება “ხარების” სასარგებლოდ გამოიტანა.

რუსთავში გამართული თამაში ქუთაისელებმა 17:13 მოიგეს, მაგრამ ახლა ეს შედეგი გაუქმნა, “აიას” წაგება ჩაეთვალა და ერთი საცხრილო ქულა დააკლდა, ხოლო “ხარებს” მოგება ჩაეთვალა. შეხვედრაში ქუთაისელებმა ცრუ შერკინება მოითხოვეს, რაც კომისიის წევრების ვერდიქტით, რაგბის წესების 3,5 პუნქტის დარღვევით მოხდა, რადგან “აიამ” არ მოიკლო ერთი მოთამაშე.

“ხარების” ხელმძღვანელობის მოთხოვნის საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარემ მ. თავზარაშვილმა და წევრებმა: ე. ნაჭყებიამ, ო ჩიქავამ და ვ სამხარაძემ, განიხილეს მატჩის მეთვალყურის - გ. ჯალაღონიას ოქმი, ასევე ვიდეომასალა და ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. XVIII (ბოლო) ტური

4 აპრილი

თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი

არმია (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)

თბილისი. ავჭალა. 16:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)

მარტყოფი. 16:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ხარები (რუსთავი)

ქუთაისი. აია. 16:00 საათი

აია (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი)

5 აპრილი

თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი

ჯიქები (გორი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)

1 ყოჩები 17 12 1 4 369:243 54
2 ლელო-სარასენსი 17 11 3 3 329:223 52
3 ბათუმი 17 10 1 6 331:248 49
4 ხარები 17 9 2 6 323:239 45
5 ლოკომოტივი 17 8 1 8 314:261 44
6 აია 17 9 0 9 312:241 42
7 არმაზი 17 8 1 8 303:322 38
8 ჯიქები 17 6 2 9 242:263 31
9 არმია 17 4 1 12 217:378 22
10 თიბიესი 17 2 0 15 223:545 1

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.153355