დღეს, სამხრეთ პირინეებში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ელიტ დივიზიონის ნახევარფინალებში ერთმანეთს ინგლისი-საფრანგეთი და საქართველო-იტალია (ალბი, საფრანგეთი) დაუპირისპირდებიან. მატჩები ერთმანეთის პარალელურად, საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.
გათამაშების მეოთხედფინალებში იტალიელმა 18-წლამდელებმა საკმაოდ დაძაბულ მატჩში (14:13) შეძლეს უელსის დამარცხება, უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” კი, არანაკლებ დრამატულ შეხვედრაში, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად შეძლეს ირლანდიის ძლევა. მატჩის ძირითადი დრო, 70 წუთი, ფრედ 8:8 დასრულდა. ამის შემდეგ დაინიშნა “შუთ აუთი” (5–5 დარტყმა მიწიდან), რომელშიც 3:1 ვძლიეთ მოწინააღმდეგეს.
ორგანიზატორებმა დანაპირები შეასრულეს და გამოაქვეყნეს საქართველო-იტალიის მატჩის სთრიმის ბმული http://dai.ly/x2kn5l1
მაგრამ თუ ტექნიკური პრობლემის გამო, ისინი სთრიმს კვლავ ვერ გამართავენ, მეოთხედფინალის მსგავსად ტექსტური ლაივი ჩვენს Facebook-ის გვერდზე იწარმოებს https://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამატჩო შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ
ხაზი
- მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი გოგოლაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. დათო მოძღვრიშვილი, 9. გელა აფრასიძე
შერკინება
- უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე (კაპ), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე
მარქაფა
- გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელიაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი, 26. სანდრო სვანიძე
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია