ამბები

20:59 | 29.03.2015 | ნანახია 2565 - ჯერ

ბოლო ტურის წინ ლიდერები დაახლოვდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მეორე სათამაშო დღე დაძაბული გამოდგა. წვიმაში გამართულ შეხვედრებში უქულოდ არავინ დარჩენილა და ისეთი შედეგები დაფიქსირდა, რომ ბოლო ტურმა აზრი შეინარჩუნა.

წვიმის გამო მატჩების განრიგში ცვლილებები მოხდა. მარტყოფის ნაცვლად დედქალაქური დერბი თბილისში, “შევარდენის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარდა, მაგრამ ეს რომ უშუალოდ თამაშის დღეს გადაწყდა, საინტერესო თამაშმა მაყურებელი დაკარგა.

ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “ლელო-სარასენსს” რეგულარული პირველობის მოგების შანსის შესანარჩუნებლად “ლოკომოტივის” დამარცხება ჭირდებოდა და დაძაბულ მატჩში მიზანს ბოლო წუთებზე მიაღწია. ანგარიში რკინიგზელებმა დიმიტრი კალანდაძის ჯარიმით გახსნეს, მაგრამ ირაკლი ყიასაშვილმა წონასწორობა აღადგინა. კალანდაძემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანეს და “ლოკომოტივი” 9:3 დაწინაურდნენ, მაგრამ ყიასაშვილმა 65-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო 73-ე წუთზე თორნიკე ცერცვაძემ ლელო გაიტანა და ლელო-სარასენსი 11:9 დაწინაურდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ორიოდე წუთში კაცნაკლული “ლოკომოტივი” ბექა წიკლაურის არეკნით 12:11 დაწინაურდა, მაგრამ კიდევ ორ წუთში ყიასაშვილმა ჯარიმით მოქმედ ჩემპიონს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა - 14:12.

ფოთის ხელოვნურ მოედანზე მატჩის მიწურულს გატანილმა ჯარიმამ გადაწყვიტა “ბათუმისა” და ბოლნისის “ყოჩების” შეხვედრის ბედი. ზღვისპირელებელი ბექა გიგაშვილის ლელოთი, ბახვა კობახიძის გარდასახვითა და ჯარიმებით 16:7 დაწინაურდა. ბოლნისელთაგან ერთი საპასუხო ლელო გიორგი ბეგაძეს ჰქონდა გატანილი, ხოლო თემურ სოხაძემ გარდასახვა შეასრულა. ამის შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ და 56-ე წუთზე ნიკო აფციაურის ლელოთი და სოხაძის გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, ხოლო 73-ე წუთზე “ყოჩების” მგეზავმა ჯარიმით სტუმრები დააწინაურა. მატჩის დრო თითქმის ამოწურული იყო, როდესაც კობახიძემ საპასუხო ჯარიმა გაიტანა და “ბათუმს” გამარჯვება მოუტანა. შედეგად, “ლელო-სარასენსი” “ყოჩებს”, რომელმაც ფოთში ერთი პრემიალური ქულა აიღო, 2 ქულამდე მიახლოვდა, ხოლო “ბათუმი” ბოლნისურ გუნდს 5 ქულით ჩამორჩება და დასკვნით ტურში პირველ ან მეორე ადგილზე დაწინაურების შანსი გაუჩნდა.

რუსთავის ხელოვნურ მოედანზე მასპინძელი “ხარები” ქუთაისის “აიამ” 17:13 დაამარცხა. სტუმრები 17:3 დაწინაურდნენ, მასპინძლებმა ორი ლელოთი ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ გარდასახვები არაზუსტი იყო და 13:17 დამარცხდნენ. ახლა რუსთაველები “არმაზს” 4 ქულით უსწრებენ და არის შანსი, რომ დასკვნით ტურში ექვსეულში ცვლილება მოხდეს.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. XVII ტური

28 მარტი

თბილისი. “ავჭალა”. 300 მაყურებელი

თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - არმია (თბილისი) 18:14

თიბიეს უნივერსიტეტი: 2 ლელო - ღამბაშიძე, არველაძე; 2 ჯარიმა - მჭედლიშვილი

არმია: 1 ლელო - ადანაია; 3 ჯარიმა - მეკოკიშვილი; 1 სინბინი - უჩავა

თბილისი.”შევარდენი”. 150 მაყურებელი

არმაზი (თბილისი) - ჯიქები (გორი) 20:6

არმაზი: 3 ლელო - ლეგაშვილი, კანდელაკი, გიორგაძე; 1 გარდასახვა - დავით კიკნაძე; 1 არეკნი - ლობჟანიძე

ჯიქები: 2 ჯარიმა - დიტო კიკნაძე

29 მარტი

თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური). 100 მაყურებელი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 14:12

ლელო-სარასენსი: 1 ლელო - ცერცვაძე; 3 ჯარიმა - ყიასაშვილი

ლოკომოტივი: 3 ჯარიმა - კალანდაძე; 1 არეკნი - წიკლაური; 1 სინბინი - ბეკოშვილი

ფოთი (ხელოვნური). 200 მაყურებელი

ბათუმი (ბათუმი) - ყოჩები (ბოლნისი) 19:17

ბათუმი: 1 ლელო - გიგაშვილი; 1 გარდასახვა - კობახიძე; 4 ჯარიმა - კობახიძე

ყოჩები: 2 ლელო - ბეგაძე, აფციაური; 2 გარდასახვა - სოხაძე; 1 ჯარიმა - სოხაძე; 1 სინბინი - ტყეშელიაძე

რუსთავი (ხელოვნური). 300 მაყურებელი

ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი) 13:17

ხარები: 2 ლელო - გ. ბებიაშვილი, ზურიკიშვილი; 1 ჯარიმა - ხუციშვილი

აია: 2 ლელო - აბრამიძე, ბ. ტორაძე; 2 გარდასახვა - ჯინჭველაშვილი; 1 ჯარიმა - ბაბუნაშვილი; 2 სინბინი - მატარაძე, ყურაშვილი

29/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ყოჩები ბოლნისი

17

12

1

4

3

1

0

369:243

+126

39/23

54

2

ლელო სარასენს თბილისი

17

11

3

3

1

1

0

329:223

+106

38/16

52

3

ბათუმი ბათუმი

17

10

1

6

3

4

0

331:248

+83

35/24

49

4

აია ქუთაისი

17

10

0

7

2

5

0

329:254

+75

40/20

47

5

ლოკომოტივი თბილისი

17

8

1

8

4

6

0

314:261

+53

33/22

44

6

ხარები რუსთავი

17

8

2

7

2

4

0

336:256

+80

40/27

42

7

არმაზი თბილისი

17

8

1

8

2

2

0

303:322

-19

33/35

38

8

ჯიქი გორი

17

6

2

9

1

2

0

242:263

-21

18/25

31

9

არმია თბილისი

17

4

1

12

0

4

0

217:378

-161

19/44

22

10

თიბიეს უნივერს თბილისი

17

2

0

15

0

3

0

223:545

-322

16/75

11

XVIII (ბოლო) ტური. 4 აპრილი

ჯიქები - თიბიეს უნივერსიტეტი; არმია - ლელო-სარასენსი; ლოკომოტივი - ბათუმი; ყოჩები - ხარები; აია - არმაზი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.098876