საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის პირველ სათამაშო დღეს, თბილისის “არმაზმა” გორის “ჯიქები” 20:6 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და საუკეთესო ექვსეულში შესვლის მცირედი შანსი გაუჩნდა.
“შევარდენზე” გამართულ მატჩში არმაზელებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს და ვასილ ლობჟანიძემ არეკნიც შეასრულა, “ჯიქებისგან” კი მხოლოდ ორი ჯარიმა გაუშვა, მაგრამ შესაძლოა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს. ახლა “არმაზი” რუსთავის “ხარებს” 3 ქულით ჩამორჩება და იმედი უნდა იქონიოს, რომ რუსთაველები “აიასთან” დამარცხდებიან და მერე იგივე “აია” თავად ქუთაისში უნდა დაამარცხოს. შანსი მიზერულია, მაგრამ მაინც შანსია.
მეორე შეხვედრაში აუტსაიდერებმა “თიბიეს უნივერსიტეტმა” და “არმიამ” წაივარჯიშეს. თამაში პირველ ლიგაში დაქვეითებული “თიბიესის” გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც უმაღლეს ლიგაში თავისი მეორე გამარჯვება მოიპოვა. “არმიას” ამით არაფერი დაუკარგავს, რადგან მას პირველი ლიგის მეორეადგილოსან “დინამოსთან” გადათამაშება უკვე “დაბევებული” აქვს.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. XVII ტური
28 მარტი
თბილისი. “ავჭალა”. 300 მაყურებელი
თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - არმია (თბილისი) 16:14
თიბიეს უნივერსიტეტი: 2 ლელო - ღამბაშიძე, არველაძე; 2 ჯარიმა - მჭედლიშვილი
არმია: 1 ლელო - ადანაია; 3 ჯარიმა - მეკოკიშვილი; 1 სინბინი - უჩავა
თბილისი.”შევარდენი”. 150 მაყურებელი
არმაზი (თბილისი) - ჯიქები (გორი) 20:6
არმაზი: 3 ლელო - ლეგაშვილი, კანდელაკი, გიორგაძე; 1 გარდასახვა - დავით კიკნაძე; 1 არეკნი - ლობჟანიძე
ჯიქები: 2 ჯარიმა - დიტო კიკნაძე
1. | ყოჩები | 16 | 12 | 1 | 3 | 352:224 | 53 | 3 | ||||||
2 | ლელო-სარასენსი | 16 | 10 | 3 | 3 | 315:211 | 48 | 2 | ||||||
3. | ბათუმი | 16 | 9 | 1 | 6 | 312:231 | 45 | 7 | ||||||
4. | აია | 16 | 9 | 0 | 7 | 312:241 | 43 | 7 | ||||||
5. | ლოკომოტივი | 16 | 8 | 1 | 7 | 302:247 | 43 | 9 | ||||||
6. | ხარები | 16 | 8 | 2 | 6 | 323:239 | 41 | 5 | ||||||
7. | არმაზი | 17 | 8 | 1 | 8 | 303:322 | 38 | 4 | ||||||
8. | ჯიქები | 17 | 6 | 2 | 9 | 242:263 | 31 | 3 | ||||||
9. | არმია | 17 | 4 | 1 | 12 | 217:376 | 22 | 4 | ||||||
10. | თიბიეს უნივერსიტეტი | 17 | 2 | 0 | 15 | 221:545 | 11 | 3 |
29 მარტი
მარტყოფი. 15:00 საათი
ლელო-სარასენსი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
ფოთი (ხელოვნური). 15:00 საათი
ბათუმი (ბათუმი) - ყოჩები (ბოლნისი)
რუსთავი. 15:00 საათი
ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია