ამბები

13:58 | 27.03.2015 | ნანახია 6536 - ჯერ

18-წლამდე “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ

დღეს, 27 მარტს I რაუნდის მატჩებით (მეოთხედფინალები) სტარტს იღებს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის გათამაშება. ტურნირი რაგბი ევროპის ეგიდით სამხრეთ პირინეებში რაგბის კავშირის ორგანიზებით იმართება.

ჩვენი 18-წლამდელები პირველ შეხვედრაში ირლანდიის თანატოლთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი, რომელიც 22 საათზე (ადგილობრივი დროით 19 სთ) გახლავთ დაგეგმილი, ფრანგული მეორე ელიტური დივიზიონის კლუბ “მონტობანის” სტადიონზე გაიმართება.

საორგანიზაციო კომიტეტს ტურნირის ყველა მატჩის სტრიმი ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ როგორც დღეს შეგვატყობინეს, ტექნიკური პრობლემების გამო, პირველი რაუნდის მატჩების ტრანსლირება ვერ მოხერხდება.

შესაბამისად მატჩის მსვლელობისას საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე იწარმოებს ტექსტური ლაივი (სთრიმთან დაკავშირებით ახალი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, შეგატყობინებთ) - https://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion

დანარჩენ მეოთხედფინალებში ინგლისი – პორტუგალიას, უელსი – იტალიას, ხოლო მასპინძელი საფრანგეთი შოტლანდიას ეთამაშება.

გათამაშების მეორე ტურში (ნახევარფინალები) ჩვენი წყვილის გამარჯვებული/დამარცხებული ნაკრები უელსი-იტალიის წყვილში გამარჯვებულ/დამარცხებულს 31 მარტს ეთამაშება.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამატჩო შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ (18 წ. ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის მეოთხედფინალი 27/03/15, 22 სთ.)

ხაზი

15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი გოგოლაძე, 12. სანდრო სვანიძე, 11. დავით მესხი, 10. დათო მოძღვრიშვილი, 9. გელა აფრასიძე

შერკინება

  1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბატაძე (კაპ), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე

მარქაფა

16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელისაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი, 26. გიორგი კვესელაძე

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081131