ამბები

14:48 | 24.03.2015 | ნანახია 2037 - ჯერ

პირველი ლიგა დალაგდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის დასრულებამდე ერთი ტური რჩება, მაგრამ იქ გასარკვევი აღარაფერია.

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ უმაღლესი ლიგაში რიხიანად ბრუნდება თბილისის “აკადემია”, რომელმაც 13-ივე თამაში მოიგო და 12 მათგანში პრემიალური ქულაც აიღო. ერთადერი მატჩი, რომელშიც აკადემიალებმა პრემიალური ქულა ვერ აიღეს, გასულ უქმეებზე გაიმართა - დედაქალაქურ დერბიში უახლოესი კონკურენტი “დინამო” 15:10 დაამარცხეს.

დინამოელების მარცხით ვერ ისარგებლა ქუთაისის “ბაგრატმა”, რომელიც თბილისში სტუ-სთან 15:34 დამარცხდა, ბოლო ტურის წინ “დინამოს” 6 ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილს ვეღარ შეწვდება. შეგახსენებთ, რომ პირველი ლიგის პირველადგილოსანი უმაღლესილიგის საგზურს ავტომატურად იღებს, ხოლო მეორეადგილოსანი ორმატჩიან გადათამაშებას თამაშობს. ამრიგად, უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილზე გასულ “თიბიეს უნივერსიტეტს” “აკადემია” ჩაანაცვლებს, ხოლო მე-9 ადგილზე გასულ “არმიას” საგაისოდ უძლიერესთა შორის თამაშის უფლებისთვის “დინამო” დაუპირისპირდება.

მე-13 ტურში წყალტუბოში პატარძეულის “ვეფხვებთან” 12:20 დამარცხდა “დინოზავრი”, 11 ქულით ბოლო მე-8 ადგილზე დარჩა, დასკვნითი ტურის წინ ფოთის “კოლხ რაინდებს” 6 ქულით ჩამორჩება და ახალ გათამაშებას რეგინალი ლიგაში დაიწყებს. რეგიონალ ლიგაში ერთი გადადებული თამაში დარჩა თბილისის “ივერია არმიას”, მაგრამ მან აღმოსავლეთ დივიზიონში პირველობა უკვე დაიბევა. რამდენიმე თამაშია ჩასატარებელი დასავლეთ დივიზიონშიც, მაგრამ იქ პირველობა ოზურგეთის “არწივებს” აქვთ დაბევებული. ამრიგად, პირველი ლიგის საგზურისთვის “ივერია არმია” ორრაუნდიან ბრძოლას “არწივებთან” გამართავს. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები რეგულარულ გათამაშებაში ერთხელაც არ დამარცხებულან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094562