გულშემატკივრის გვერდი

15:27 | 18.03.2016 | ნანახია 2860 - ჯერ

მე მივდივარ „დინამოზე“... შენ?

„რაგბი ევროპის“ გათამაშებას აზრი დაეკარგაო - ხშირად გაიგებთ გულშემატკივრებში. მართლაც ისტორიას, რომ გადავხედოთ, ყველაზე მეტჯერ ჩემპიონები ჩვენ გავხდით და 2007 წლიდან დღემდე მხოლოდ 2010 წელს შეგვეცილა რუმინეთი ჩემპიონობას. თამასამ რომ დაიკლო, თითქოს ხიბლი დაეკარგა ტურნირს, განსაკუთრებით 2015 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგის და გუნდის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის შემდეგ. „ბორჯღალოსნები“ მარტივად ახერხებენ მეტოქეთა ძლევას, თანაც ლიდერების გარეშე... კლასს უკვე თავისი მოაქვს, რამდენიმე წლის წინ ლიდერების გარეშე, ამდენი შეცდომის ფონზე, რაც თუნდაც ბოლო ტურში დავუშვით, ასე მშივიდად და დამაჯერებლად მოგება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.

მოკლედ, ასე თუ ისე, ჩვენს ტურნირს ერთადერთი გუნდი შემორჩა, როემლსაც ამ ბოლო დროსღა ვაჯობეთ ურთიერთშეხვედრებში და დღემდე ლელოების ბალანსი უარყოფითი გვაქვს.

რუმინეთის სარაგბო ისტორია შთამბეჭდავია, ყველა მსოფლიო თასზე მიუღიათ მონაწილეობა და მხოლოდ ორჯერ დაბრუნებულან შინ გამარჯვების გარეშე, ასევე რუმინეთი ერთადერთია „ერთა თასის“ გუნდებიდან, ვისთანაც 2000 წლიდან გვითამაშია და 20 ქულაზე მეტი სხვაობით დაგვითმია შეხვედრა. „სტეჟრი“ და „ბორჯღალოსნები“ რამდენიმე წელია უკვე ეცილებიან ერთმანეთს ევროპაში მეშვიდე ერობას, გარდამტეხი კი, 2011-2012 წლები აღმოჩნდა, როდესაც გამოიკვეთა ჩვენი უპირატესობა.

„რაგბი ევროპის“ ფინალი უკვე წლებია ასე იწოდება - „ბორჯღალოსნების“ და „მუხების“ დაპირისპირება. ასევე, ჩვენს შორის საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ თამაშდება 2002 წლიდან.

შაბათს თბილისში დიდი რაგბია, თამაში სადაც ორი საკმაოდ ძლიერი გუნდი ერკინება ერთმანეთს. ამ მატჩს ეხმაურება ბრიტანული გამოცემა „გარდიენი“:

„თბილისის ცენტრალურს სტადიონზე, რომლის ტევადობა თითქმის 55 ათასია, შაბათს, სავარაუდოდ, ანშლაგია მოსალოდნელი, რადგან ერთმანეთს არა მხოლოდ ტურნირის საუკეთესო, არამედ ერთა თასისთვის გადაზრდილი გუნდები - საქართველო და რუმინეთი შეხვდებიან“.

ნამდვილად ღირს შაბათი საღამოს სასიამოვნო ატმოსფეროში გატარება, ჩვენს ტურნირზე ყველაზე მაღალი დონის ორი გუნდის დაპირისპირების ხილვა და ჩვენი ბიჭების გამხნევება.

რაგბი ევროპის გამარჯვებულის ტიტული დასაცავი გვაქვს, „ანთიმოზ ივერილეის თასიც“ ისევ აღსამართი.

მე მივიდავარ „დინამო-არენაზე“... შენ ?

საბოლოოდ შინ გამარჯვებული და ბედნიერი წასვლის ალბათობა ხომ ძალიან დიდია.

ავტორი: გიორგი მერმანიშვილი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087898