ამბები

14:59 | 22.03.2015 | ნანახია 1925 - ჯერ

მეორე სპარინგის ნაცვლად, ერთობლივი ვარჯიში

21 მარტს უმცროს “ბორჯღალოსნებს” “კლერმონის” ესპუარებთან მეორე სპარინგ-მატჩში უნდა ეთამაშათ. შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ისინი “კლერმონის” აკადემიის გუნდს ეთამაშნენ და 25:7 სძლიეს.

მეორე თამაში არ შედგა, ვინაიდან მასპინძლებმა საკუთარ პირველობაში მნიშვნელოვანი თამაშისთვის მზადების მიზნით ჩვენს სამწვრთნელო შტაბს ერთობლივი ვარჯიშის გამართვა სთხოვეს. გუნდებმა ორი ერთობლივი ვარჯიში ჩაატარეს, რომლის შემდეგ ორი 20 წუთიანი ტაიმისგან შემდგარი მართვადი, ანუ ვარჯიში-თამაში გამართეს. ამჯერად მასპინძლებმა – 2, ხოლო ჩვენ ერთ ლელო დავდეთ.

უმცროსი “ბორჯღალოსნები” კლერმონიდან ტულუზაში გაემგზავრნენ, სადაც ტურნირისთვის მზადებას განაგრძობენ.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ნაკრები კლერმონში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ელიტ დივიზიონში ითამაშებს, რომელიც 26 ამრტიდან 5 აპრილამდე შედგება. 27 მარტს დაგეგმილ მეოთხედფინალში ქართველთა მეტოქე ირლანდია იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.072929