ამბები

18:18 | 21.03.2015 | ნანახია 7786 - ჯერ

თასები და რეიტინგი ბუქარესტიდან!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა 2015 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი მოიპოვა და ანთიმოზ ივერიელის თასიც მინიმუმ კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა. “ბორჯღალოსნებმა” დასკვნით ტურში უშუალო კონკურეტ რუმინეთს ბუქარესტში 15:6 აჯობეს და თავისი თამაშით ეს გამარჯვება აბსოლიტურად დაიმსახურეს.

მერაბ კვირიკაშვილმა აგერ უკვე მეორე თამაშია ასპროცენტიანი მაჩვენებელი აჩვენა და ყველა მისმა დარტყმამ ძელებსშუა გაიარა. პირველ ტაიმში ვალენტინ კალაფეტიანუმ გასატანი პოზიციებიდან 4-ჯერ დაარტყა ჯარიმა კარში, მაგრამ აქედან მიზანს მხოლოდ ერთმა უწია. “მეკომ” შესვენებამდე სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა და ტაიმი 9:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო და კვირიკაშვილმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა. როგორც ჩანს, რუმინეთს გამარჯვების იმედი არ ჰქონდა, დასკვნით 10 წუთში ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ამით მისთვის არაფერი შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა 15:6 იმარჯვა.

ექვსი ერის დასკვნით ტურში უელსმა იტალია 61:20 გაანადგურა და ორშაბათის რეიტინგში “აძურა” “ბორჯღალოსნების” ქვევით მოექცევა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშება

V ტური. 21 მარტი

რუმინეთი - საქართველო 6:15

რუმინეთი: 15. იონუც ბოტეზატუ, 14. ადრიან აპოსტოლი, 13. რობერტ დესკალუ, 12. ჩობა გალი, 11. დორინ მანოლე, 10. დენუც დუმბრავა, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ; 1. ანდრეი ურსაჩე, 2. ოთარ ტურაშვილი, 3. პაულიკა იონი, 4. ალინ კოსტე, 5. მარიუს სირბე, 6. ვიორელ ლუკაჩი, 7. ვალენტინ ურსაჩე, 8. მიხაი მაკოვეი (კაპ.).

სათადარიგოები: 16. ანდრეი რადოი, 17. მიხაიცა ლაზარი, 18. ხორაციუ პუნჯა, 19. ვალენტინ პოპირლანი, 20. სტელიან ბუჩა, 21. ფლორინ სურუჯიუ, 22. ფლორინ იონიცა, 23. საბინ სტრეტილა.

მთავარი მწვრთნელი: ლინ ჰაუელსი (უელსი)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. იური ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი აფციაური, 23. ბექა ბიწაძე.

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

რეფერი: გარი ქონვეი (ირლანდია)

რუსეთი - პორტუგალია

ესპანეთი - გერმანია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.071141