ამბები

14:28 | 19.03.2015 | ნანახია 3317 - ჯერ

“კლერმონთან” ყველაფერი გამოვიდა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, “კლერმონის” აკადემიის თანატოლთა გუნდი 25:7 დაამარცხა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ გუნდმა ევროპულ რაგბის ალღო კარგად აუღო. წინ კიდევ ერთი თამაშია “კლერმონთან” და იმედია, ეს თამაში “უმცროს ბორჯღალოსნებს” ირლანდიის ძლევაში დაეხმარება.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-10 წუთზე გახსნა. მოწინააღმდეგე მოედნის ცენტრში დაჯარიმდა, ქართველებმა ბურთი 5-მეტრიან ხაზთან გადაიტანეს, დერეფანი მოიგეს და გიორგი კვესელაძემ ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო გელა აფრასიძემ გარდასახვა შეასრულა. სტუმრების უპირატესობა აშკარა იყო და მე-20 და 27-ე წუთზე “კლერმონი” რაქში თამაშისას ორჯერ დაჯარიმდა, აფრასიძემ ორივე დარტყმა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 13:0 დასრულდა. შეიძლებოდა სხვაობა უფრო დიდიც ყოფილიყო, მაგრამ აფრასიძეს ერთი ჯარიმა გაუფუჭდა, რამდენჯერმე კარგად აგორებული მოლის შემდეგ კი, მასპინძლებმა ბოლო მომენტში თავი კარგად დაიცვეს.

მეორე ტაიმის მე-10 წუთზე დერეფანს კიდევ ერთი ლელო მოჰყვა. 10-მეტრიანთან ბურთის მოგების შემდეგ, ქართველებმა ორჯერ დაარტყეს და შოთა არეშიძემ ძელებსშუა დაამიწა. გარდასახვა დათო მოზვრიშვილმა შეასრულა. ამას ჩვენი 22-იდან კონტრშეტევა მოყვა და რამდენიმე ოფლოუდის შემდეგ სანდრო მამამთავრიშვილმა ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 25:0. მატჩის მიწურულს ფრანგებმა იძალეს, აფრასიძე სინბინით დაისაჯა, “კლერმონმა” ერთი საპასუხო ლელო გაიტანა და თამაში 25:7 დასრულდა.

“კლერმონთან” მეორე საკონტროლო თამაშს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 21 მარტს გამართავს, ევროპის ჩემპიონატი კი, საფრანგეთის ტულუზაში 27 მარტს იწყება.

18-წლამდელების ამხანაგური შეხვედრა

კლერმონი - საქართველო 7:25 (0:13)

საქართველო: 15. მირიან მოდებაძე (აია), 14. დავით მესხი (არმია), 13. გიორგი გოგოლაძე (არმია), 12. გიორგი კვესელაძე (იუნკერები), 11. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. გელა აფრასიძე (იუნკერები); 1. უშანგი ჭეიშვილი (აია), 2. ზაალ ცქიფურიშვილი (აია), 3. ლაშა ტაბიძე (არმაზი, კაპ.), 4. ბექა საღინაძე (ლელო-სარასენს), 5. გიორგი ფრიდონიშვილი (არმაზი), 6. ერეკლე მაჭარაშვილი (ხარები), 7. თორნიკე აქუბარდია (ხარები), 8. შოთა არეშიძე (აია).

სათადარიგოები: 16. გურამ პაპიძე (ყოჩები), 17. ლევან ჭავჭავაძე (არმია), 18. გიორგი ელისაშვილი (იუნკერები), 19. ჯემალ შათირიშვილი (ლოკომოტივი), 20. ილია სპანდერაშვილი (არმია), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (იუნკერები), 22. ელგუჯა კიკვაძე (აია), 23. გელა ელოშვილი (ლოკომოტივი), 24. სანდრო სვანიძე (არმაზი), 25. საბა სვიმონიშვილი (ყოჩები), 26. ბექა მამუკაშვილი (ლელო-სარასენს).

3 ლელო: კვესელაძე

2 გარდასახვა: აფრასიძე, მოზვრიშვილი

2 ჯარიმა: აფრასიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.360235