სხვა

0:32 | 18.03.2016 | ნანახია 1679 - ჯერ

ბიძინა სამხარაძე „ბაია მარეს“ კაპიტანია

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე, 9 ნომერი ბიძინა სამხარაძე, წლევანდელ სეზონში რუმინული კლუბის, „ბაია მარეს“ კაპიტანი იქნება.

კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა კალინ მეტიუმ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ მოთამაშეებს შორის ჩატარებული არჩევნების შემდეგ, კაპიტნობის პატივი სწორედ 32 წლის ქართველს ერგო.

სამხარაძე 1983 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა და რაგბის თამაში თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, 2004/2005 წლების სეზონი ინგლისურ „უოლსოლში“ გაატარა, რის შემდეგაც მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. მისი პირველი რუმინული კლუბი „ფარულ კონსტანცა“ იყო, სადაც 2006-2011 წლებში გამოდიოდა. თბილისურ კლუბ „არმიაში“ გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, მან კვლავ რუმინეთს მიაშურა და 11 თვის განმავლობაში „ტიმიშოარას“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2014 წლის 24 იანვრიდან „ბაია მარეს“ მოთამაშე გახდა.

უკანასკნელ ორ წელიწადში მან ოთხი ფინალი ითამაშა - ორი სუპერლიგის, ერთი რუმინეთის თასის და ერთიც „სამეფო თასის“. სუპერლიგის გასულ სეზონში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ყველა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ჯამში მოედანზე 633 წუთი გაატარა და ორი ლელო გაიტანა.

სამხარაძის ანგარიშზე 61 სანაკრებო კეპია და ექვსი ლელო გაიტანა. ის 2007 და 2011 წლების მსოფლიო თასის მონაწილეა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086744