ამბები

1:00 | 17.03.2015 | ნანახია 3068 - ჯერ

საქართველო-ზელანდიის მატჩზე ბურთს პატარა ქართველი მორაგბე შეიტანს

„დი-ეიჩ-ელი“, რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასის საერთაშორისო ლოგისტიკური პარტნიორი, ახორციელებს გლობალურ პროექტს „Match Ball Delivery” – სათამაშოდ განკუთვნილი ბურთის სტადიონზე შეტანა, რომელშიც 48 ქვეყანაა ჩართული საქართველოს ჩათვლით.

თითოეულ ქვეყანას წარადგენს პატარა გულშემატკივარი, რომელიც თამაშის გახსნისას ბურთს სტადიონზე შეიტანს და მსაჯს გადასცემს. „დი-ეიჩ-ელი საქართველო“ ბავშვს და მის თანმხლებ მეურვეს მგზავრობით, მსოფლიო ჩემპიონატის თამაშზე დასწრებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

14 მარტს, მიხეილ მესხზე, საქართველო-რუსეთის მატჩის შესვენებაზე „დი-ეიჩ-ელ საქართველომ“ დაასახელა და დააჯილდოვა პატარა მორაგბე კონსტანტინე (კოტოშა) იაშვილი, რომელიც 2015 წლის 2 ოქტომბერს რაგბის მსოფლიო თასის მატჩზე – ახალი ზელანდია-საქართველო შეიტანს სამატჩო ბურთს.

„დი-ეიჩ-ელ საქართველოს“ გუნდი წარმატებებს უსურვებს “ბორჯღალოსნებს” მსოფლიო თასზე.

რაგბი ჩვენი თამაშია!


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094373