საფრანგეთის ნაკრებმა რომში იტალიის 29:0 დამარცხებით ერთზე ოდნავ მეტი სარეიტინგო ქულა მიიღო, მე-7 ადგილი შეინარჩუნა და ახლა უკვე ავსტრალიასთან, ჩამორჩენა 2 ქულაზე ნაკლებია.
ქართველებისათვის ამ ინფორმაციას სხვა დატვირთვა აქვს. საფრანგეთის მოპოვებული ქულები იტალიამ დაკარგა და მართალია, მე-14 ადგილზე რჩება, მაგრამ საქართველოსთან მისი უპირატესობა 0,78 ქულამდე შემცირა. “ბორჯღალოსნებმა” რუსეთის 33:0 ძლევით მხოლოდ 0,08 ქულა მიიღეს და ახლა ბუქარესტში გამარჯვებით “აძურას” უკან მოტოვების შანსი აქვთ.
რუმინეთის სტუმრად თუნდაც მინიმალური სხვაობით ძლევა შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს 0,884 ქულას მიიღებს, ხოლო თუ სხვაობა 15 და მეტი ქულა იქნება, ნამატი 1,326 ქულამდე გაიზრდება. იმისათვის, რომ წინსვლა შედგეს, აუცილებელი პირობაა უელსმა იტალია სტუმრად დაამარცხოს. ამით ჩვენი საკბილო მხოლოდ 0,11, მაქსიმუმ 0,16 ქულას დაკარგავს, მაგრამ თუნდაც ფრის შემთხვევაში, იტალია 0,88 სარეიტინგო ქულას თავად მიიღებს და ამიტომ, აუცილებელია მისი წაგება და ჩვენი გამარჯვება.
შაბათ-კვირის თამაშებიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები მხოლოდ ორმა გამოიწვია. ირლანდიამ უელსში მარცხით 1,05 სარეიტინგო ქულა დაკარგა, მაგრამ მესამე ადგილზე რჩება. სამაგიეროდ, უელსმა ამდენივე ქულა რომ აიღო, ავსტრალიას გადაასწრო და ახლა მე-5 პოზიციაზეა. რაგბი ევროპის ჩემპიონატში პორტუგალია საკუთარ მოედანზე ესპანეთთან რომ დამარცხდა, ქულა დაკარგა და ერთი ადგილით დაქვეითდა. ესპანეთი 21-ე პოზიციაზე დარჩა, მაგრამ ურუგვაის მიუახლოვდა.
მოკლედ, წინაა უმნიშვნელოვანესი უიქენდი და უფრო კონკრეტულად 21 მარტი, რომლის შემდეგაც, იმედია, 23 მარტს საქართველოს ნაკრებს მე-14 პოზიციაზე ვიხილავთ.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი 16 მარტისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93,70
2 (2). სამხრეთ აფრიკა 88,23
3 (3). ირლანდია 85,32
4 (4). ინგლისი 85,11
5 (6). უელსი 83,90
6 (5). ავსტრალია 82,95
7 (7). საფრანგეთი 80,02
8 (8). არგენტინა 78,23
9 (9). სამოა 75,39
10 (10). შოტლანდია 75,22
11 (11). იაპონია 74,70
12 (12). ფიჯი 74,57
13 (13). ტონგა 74,12
14 (14). იტალია 72,01
15 (15). საქართველო 71,27
16 (16). აშშ 67,61
17 (17). რუმინეთი 67,11
18 (18). კანადა 66,83
19 (19). რუსეთი 64,65
20 (20). ურუგვაი 63,58
21 (21). ესპანეთი 62,59
22 (23). ნამიბია 58,27
23 (22). პორტუგალია 57,40
24 (24). კორეა 57,22
25 (27). ბელგია 56,14
26 (25). ზიმბაბვე 55,83
27 (26). ჰონკონგი 55,79
28 (28). გერმანია 54,78
29 (29). ჩილე 54,54
30 (30). მოლდოვა 53,69
31 (31). კენია 53,25
32 (32). უკრაინა 52,33
33 (33). ჰოლანდია 52,29
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია