18-წლამდელები

20:57 | 17.03.2016 | ნანახია 1501 - ჯერ

18-წლამდელთა სამატჩო რაზმი

ვიდრე 19 მარტს დინამოზე ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რკენაში რუმინელ მუხებ უმასპინძლებენ, ერთი დღით ადრე, 18 მარტს უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში (მეოთხედფინალები) რუმინეთის ასაკობრივ ნაკრებს ეთამაშებიან. მატჩი საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი ინტერნეტით ‘რაგბი ევროპის’ ვიდეო პორტალი RUGBYEUROPE.TV შემოგვთავაზებს.

18-წლამდელები 12 მარტს ლისაბონში ჩავიდნენ და ადგილზე განაგრძობენ ჩემპიონატისთვის მზადებას. ლისაბონამდე მათ წინა სატურნირო შეკრება საფრანგეთში, ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ კლერმონის ასაკობრივ გუნდთან ერთად გაიარეს. შეკრების დასრულების შემდეგ 18-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების სატურნირო რაზმი დაასახელა.

ევროპის ჩემპიონატი

2016 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 17-27 მარტს გაიმართება ლისაბონში გაიმართება, რომელშიც ყოფილი ელიტ დივიზიონის მსაგვსად 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და მეოთხედფინალური ეტაპით დაიწყება. შეგახსენებთ, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონები არიან. შარშან, მათ ფინალში დათმეს საფრანგეთთან, მანამდე კი მეოთხედიფალში და ნახევარფინალში, შესაბამისად, ირლანდიასა და იტალიას სძლიეს.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ირნლანდიის, ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის ასაკობრივმა ნაკრებებმა. შესაბამისად ელიტ დივიზიონიდან მხოლოდ საფრანგეთი, საქართველო და პორტუგალია დავრჩით, ხოლო გათამაშებას რუმინეთი, რუსეთი, გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია დაემატნენ.

მატჩების განრიგი

ტურნირი ტრადიციულად სამ ეტაპად - მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ფინალი - გაიმართება. შესაბამისად სამი სამატჩო დღე: 18, 22 და 26 მარტი.

სამატჩო რაზმი

მატჩამდე ერთი დღით ადრე სამწვრთნელო შტაბმა 18-წლამდელთა სამატჩო რაზმი დაასახელა:

უკანა ხაზი (ბექები): 15. ბექა მამუკაშვილი, 14. გიორგი ნარიმანიძე, 13. სანდრო სვანიძე, 12. ლუკა მარგიანი, 11. ივანე კალანდაძე, 10. გელა აფრასიძე, 9. ელგუჯა კიკვაძე;

შერკინება (ფორვარდები): 1. გურამ გოგიჩაიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ჯაბა შათირიშვილი, 4. არსენ მაჩალაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ბექა საღინაძე (კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა (რეზერვი): 16. გიორგი ნუცუბიძე, 17. ლევან პაპიძე, 18. ლუკა აზარიაშვილი, 19. გიგია გრიგალაშვილი, 20. თენგიზ გიგოლაშვილი, 21. იოსებ ხეთაშვილი, 22. გიორგი წიკლაური, 23. კოტე ხამაშურიძე, 24. სანდრო კალმახელიძე, 25. საბა ხურცილავა, 26. არდაშ დარბოევი.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.0832