ამბები

17:21 | 16.03.2015 | ნანახია 2642 - ჯერ

ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში და რაზმის განახლებები

ბორჯღალოსნები შემდეგი მატჩისთვის მზადებას შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეუდგნენ - რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5, 2015 წლის გათამაშების დამაგვირგვინებელ ტურში ჩვენი გუნდი თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს რუმინელ მუხებს ესტუმრება. შეხვედრა 21 მარტს 16:30 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

რაზმის სიახლე

როგორც მოგეხსენებათ შაბათის მატჩში ლაშა ხმალაძემ ნეკნები დაიზიანა. საბედნიეროდ მას მოტეხილობა არ აღმოაჩნდა და იგი გუნდთან ერთად არის შეკრებაზე. სამწვრთნელო შტაბმა კი, გაფართოებულ შემადგენლობაში ბორჯღალოსანთა კვაჭს, იური ნატრიაშვილს უხმო.

ღია ვარჯიში

წინა-სარუმინეთო ღია ვარჯიშს ბორჯღალოსნები ხვალ, 17 მარტს ტრადიციულად შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გამართავენ. ღია ვარჯიში 16:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ღია ვარჯიშზე ქომაგებისა და მედია საშუალებების წარმოადგენლებისთვის დასწრება თავისუფალია.

ფოტო-ვიდეო გადაღება ნებადართულია ვარჯიშის დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086774