ამბები

17:15 | 16.03.2015 | ნანახია 1895 - ჯერ

18-წლამდელები კლერმონში სასპარინგოდ გაემგზავრნენ

ევროპაში სანაკრებო ციებ-ცხელება გრძელდება. უქმეებზე ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს, მომავალ შაბათს, 21 მარტს კი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5, დამაგვირგვინებელ ტურში ჩვენი გუნდი ბუქარესტში რუმინელ მუხებს დაუპირისპირდება.

„დიდი ნაკრების“ ბოლო თამაშიდან ხუთ დღეში კი, ესტაფეტას საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები გადმოიბარებს, რომელიც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის გათამაშებაში ჩაებმევა. ტურნირი 26 მარტიდან 5 აპრილამდე ტულუზაში გაიმართება.

პირველ შეხვედრას 18 წლამდელები ირლანდიის ნაკრებთან 27 მარტს გამართავენ.

18-წლამდელთა ელიტ დივიზიონში 8 ნაკრენი მონაწილეობს (6-ერი + 2 რაგბი ევროპა), რომელშიც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2012 და 2013 წლებში ზედიზედ იტალიის თანატოლთა ნაკრების დამარცხებით მე-6 ადგილი და შესაბამისად ტურნირზე შესარჩევის გარეშე მონაწილეობის უფლება დაიმსახურეს. შარშანდელ გათამაშებაში კი, იტალიელებმა გვაჯობეს და მე-7 ადგილი დავიკავეთ.

ტურნირის განრიგი >>>

შეკრება ორი სპარინგით

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა წინა-სატურნირო შეკრება 28 თებერვალს დაასრულეს, რომლის ფარგლებში მათ ორი სპარინგ-მატჩი გამართეს - 24 თებერვალს დასავლეთ საქართველოს სარაგბო აკადემიის 18-წლამდელებთან (ქუთაისის ჯგუფი) , ხოლო 27 თებერვალს, ნაკრებმა რაგბის კლუბ ‘არმაზის’ ესპუარებთან ისპარინგა.

ტულუზამდე კლერმონში გახურდებიან

დღეს 18-წლამდელები საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ტოპ 14-ის კლუბ ‘კლერმონის’ აკადემიის თანატოლთა და ესპუართა გუნდებთან 2 სპარინგ მატჩს გამართავს. შეხვედრები 18 და 21 მარტს გაიმართება.

გამგზავრებამდე სამწვრთნელო 18-წლამდელების მწვრთნელებმა დავით ჩავლეიშვილმა და და მამუკა ტყეშელაშვილმა თბილისში განვილი მოსამზადებელი პერიოდი დადებითად შეაფასეს და მომავალი სპარინგ მატჩების შესახებ ისაუბრეს:

„კლერმონში თამაშიდან თამაშამდე სამ დღიანი ინტერვალი განზრახ გვაქვს აღებული, ვინაიდან ტურნირზეც ასეთი შუალედებით ვიასპარეზებთ.“ განაცხადა 18-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა, დავით ჩავლეიშვილმა „მიმაჩნია, რომ ტურნირზე კარგად მომზადებულები ჩავალთ რაშიც, ორ მატჩიანი სპარინგი ნამდვილად დაგვეხმარება. მინდა გითხრათ, რომ მასპინძლები საკმაოდ სერიოზულად ემზადებიან ჩვენთან სათამაშოდ.“ დასძინა უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელმა, მამუკა ტყეშელაშვილმა.

18წ საქართველო @ ევროპის პირველობა 2015

უკანა ხაზი [ბექები]

15/10

ბექა მამუკაშვილი

ლელო სარასენს

15

მირიან მოდებაძე

აია

14/11

გელა ელოშვილი

ლოკომოტივი

14/11

დავით მესხი

არმია

14/11

ლადო მიმინოშვილი

ბათუმი

14/11

საბა სვიმონიშვილი

ბოლნისის ყოჩები

13/12

გიორგი გოგოლაძე

არმია

13/12

გიორგი კვესელაძე

იუნკერები

13/12

სანდრო სვანიძე

არმაზი

10/9

გელა აფრასიძე

იუნკერები

10

დავით მოძღვრიშვილი

აკადემია

9

ელგუჯა კიკვაძე

აია

შერკინება [ფორვარდები]

1/3

გურამ პაპიძე

ბოლნისის ყოჩები

1/3

უშანგ ჭეიშვილი

აია

2

გიორგი ელისაშვილი

იუნკერები

2

ზაალ ცქიფურიშვილი

აია

2

ლევან ჭავჭავაძე

არმია

3

ლაშა ტაბიძე

არმაზი

3

ჯემალ შათირიშვილი

ლოკომოტივი

4/5

ბექა საღინაძე

ლელო სარასენს

4/5

გიორგი ფრიდონაშვილი

არმაზი

6/7

სანდრო მამამთავრიშვილი

იუნკერები

6/7

ერეკლე მაჭარაშვილი

ხარები

6/7

ილია სპანდერაშვილი

არმია

8

შოთა არეშიძე

აია

8

თორნიკე აქუბარდია

ხარები

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07733