ამბები

17:46 | 15.03.2015 | ნანახია 2183 - ჯერ

ინგლისი შოტლანდიისთვის ძალიან სწრაფია

ინგლისის ნაკრებმა ექვსი ერის მეოთხე ტურში შოტლანდიას თავბრუ დაახვია, სწრაფი თამაშით მაყურებელი ასიამოვნა და 25:13 ის ანგარიში სულაც არაა, რომლით გამარჯვებასაც იმსახურებდა.

საწყის 20 წუთში მასპინძლებმა არაერთხელ გაჭრეს მეტოქის დაცვის ხაზი და ჯამში 260 მეტრი მოიგეს. ამ პერიოდში სტუმრებს 11 ბოჭვა გაუფუჭდათ, მაგრამ ინგლისმა მხოლოდ ერთხელ, მე-4 წუთზე იხეირა და ჯონათან ჯოზეფის ლელოთი და ჯორჯ ფორდის გარდასახვით 7:0 დაწინაურდა. მამაცმა შოტლანდიელებმა საპასუხო ლელო 21-ე წუთზე გაიტანეს (მარკ ბენეტი) და გრეიგ ლეიდლოუმ წონასწორობა აღადგინა. ლეიდლოუმ ფორდის მიერ 25-ე წუთზე გატანილ ჯარიმას ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და ტაიმი შოტლანდიამ 13:10 მოიგო.

ტრადიციულად, ინგლისი მეორე ტაიმს უფრო მძლავრად ატარებს და გამონაკლისი არც ეს თამაში იყო. ფორდმა მცველები ცრუმოძრაობაზე თამაშის განახლებიდან მე-3 წუთზევე გამოიჭირა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. 50-ე წუთზე მან ჯარიმა გაიტანა, 61-ე წუთზე მასპინძლები ლელო მანამდე წინპასის გამო გაუქმდა, რომელიც ვიდეორეფერიმ დააფიქსირა, 75-ე წუთზე კი, მესამე ლელო მაინც გავიდა და 25:13 მოგებით ინგლისმა შოტლანდიასთან საზიარო “კალკუტ ქაფი” მოიგო, ექვსი ერის მოსაპოვებლად კი, საფრანგეთის დამაჯერებლად დამარცხება მართებს.

1. ინგლისი 4 3 0 1 102:65 6
2. ირლანდია 4 3 0 1 79:46 6
3. უელსი 4 3 0 1 85:73 6
4. საფრანგეთი 3 1 0 2 39:46 2
5. იტალია 3 1 0 2 42:92 2
6. შოტლანდია 4 0 0 4 63:88 0

დღეს, 19:00 - იტალია - საფრანგეთი

ბოლო ტური, 21 მარტი:

იტალია - უელსი

შოტლანდია - ირლანდია

ინგლისი - საფრანგეთი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.205946