ერთა თასი

18:32 | 17.03.2016 | ნანახია 1442 - ჯერ

რუმინეთთან ექვსი ცვლილებით

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5, ფინალურ ტურამდე ორ დღეზე ნაკლები რჩება. 19 მარტს, 17 საათზე "ბორჯღალოსნები" სეზონის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს - რუმინელ "მუხებს" "დინამოზე" დაუპირისპირდებიან.

მატჩის ბილეთები იყიდება დინამოს სალაროებში (11:00 – 19:00) და ონლაინ ვებ-გვერდზე BILETEBI.GE

რუმინეთთან უძლიერესი შემადგენლობით

ტრადიციულად, მატჩამდე ორი დღით ადრე "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების სამატჩო რაზმი დაასახელა. ერთი კვირის წინ, რუსეთთან რკენის შემდეგ ბორჯღალოსანთა 15-ეულში ერთბაშად 6 სიახლეა

უკანა ხაზში ორი ცვლილებაა:

გარემარბად დაბრუნდა სასჯელ მოხდილი გიორგი ფრუიძე, 9 ნომრად კი - სოჭში დამარქაფებული ვასო ლობჟანიძე

შერკინება სანახევროდ გადახალისდა:

მარცხენა ბურჯად დაგვიბრუნდა მიხეილ ნარიაშვილი, რომელიც რუსეთთან მატჩისთვის გამოძახებული არ იყო და კლუბში ითამაშა, კვაჭად კი, მარქაფიდან დაწინაურდა ჯაბა ბრეგვაძე. 7 ნომრად მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ითამაშებს საქართველოს საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე, ხოლო 8 ნომრად, ესოდენ მნიშვნელოვან თამაშს, პირველად დაიწყებს მზარდი ბექა გორგაძე.

ტრავმები

როგორც ადრე გაცნობეთ ესპანეთის მატჩის დროს მიღებული ბარძაყის კუნთების ტრავმის გამო გიორგი თხილაიშვილი ორ-თვიან რეაბილიტაციას გადის. მხარის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა დუდუ ქუბრიაშვილს. სამწუხაროდ, რუმინეთთან მატჩს გამოტოვებს მერაბ შარიქაძეც - მას კოჭ-წვივის ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშავს და რეაბილიტაცია სავარაუდოდ კიდევ 10 დღეს გასტანს.

მექულეთა დუელი: კვირიკაშვილი vs ვლაიკუ

რაგბი, რაღა თქმა უნდა, გუნდური თამაშია. შაბათს, "დინამოზე", ვლინდება 2016 წლის ევროპის ჩემპიონი და "ანთიმოზ ივერიელის თასის" მფლობელიც, რომელიც ამ გუნდების ჯახში 2002 წლიდან თამაშდება, მაგრამ ინტრიგას პირადული მომენტიც ამძაფრებს.

საქმე ისაა, რომ ერთმანეთს გაეჯიბრება ორი მოწინავე მექულე - ქიქერი: ქართველი მერაბ კვირიკაშვილი და რუმინელი ფლორინ ვლაიკუ.

ვლაიკუ წლეულს გამორჩეულად კარგად ირჯება: წინა შაბათს, გერმანიასთან მატჩის 59-ე წუთზე, ჯარიმა კარში დაარტყა და ანგარიში 42:0 გახადა. ერთი შეხედვით ესოდენ ულოგიკო გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ ოსტატმა საკარიერო მონაგარი 700 ქულას უსწორა, და თანაც ეგონა, პირველი ვარ "რაგბი ევროპაზე", ვინაც ეს მიჯნა გადალახაო.

არადა, რუმინელს დაავიწყდა ჩვენი "მეკო", ვინაც ისე, რომ პირად რეკორდს არასოდეს გამოჰკიდებია, იგივე ზღვარი იმავე დღეს სოჭში გადალახა და ვლაიკუზე ადრე - 50-ე წუთზე, როდესაც ქართველების მეორე ლელო გარდასახა და ანგარიში 17:0 გახადა. რაკი სოჭსა და იაშში თამაშები ერთდროულად დაიწყო, სწორედრომ კვირიკაშვილია პირველი ერთა თასელი, ვინაც საქართველოს და რაგბი ევროპის ისტორიაში პირველად დაძლია 700-ქულიანი ზღვარი.

"მეკო" 703 ქულით იწყებს შაბათის რკენას, ხოლო ფლორინი - ერთით ნაკლებით.

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი 2016 * რუმინეთი * შაბ 19/03 თბილისი, დინამო არენა @ 17.00

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

მონლიუსონ [სფრ ფედ2]

1983

91

14ლ 123გ 126ჯ 3ა [703 ქ] 4სბ

14

გიორგი ფრუიძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1994

7

:

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

91

18ლ [4 კაპ] სბ

12

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ ტოპ 14]

1993

38

6ლ

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

54

6ლ 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

43

6ლ 4გ [38 ქ]

9

ვასილ ლობჟანიძე

არმაზი [საქ დ 10]

1996

14

:

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

35

2ლ სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ვუსთერ [ინგ პრემ]

1987

33

ლ 2სბ

3

ანტონ ფეიქრიშვილი

ბეიონ [სფრ პრო დ2]

1987

20

3ლ სბ

4

გიორგი ჩხაიძე

ლილ [სფრ ფედ1]

1981

90

10ლ [1 კაპ] 6სბ

5

გიორგი ნემსაძე

ტარბ [სფრ პრო დ2]

1984

58

11ლ 4სბ

6

შალვა სუთიაშვილი^კაპ

ანგულემ [სფრ ფედ1]

1984

56

2ლ [11 კაპ] 3სბ

7

მამუკა გორგოძე

ტულონ [სფრ ტ14]

1984

65

26ლ [8 კაპ] 5სბ

8

ბექა გორგაძე

მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2]

1996

6

ლ სბ

მარქაფა [სათადარიგოები]

23

გიორგი აფციაური

არმია [საქ დ 10]

1994

18

22

ლაშა მალაღურაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

66

4ლ 36გ 25ჯ 3ა [176 ქ] 2სბ

21

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

44

2სბ

16

შალვა მამუკაშვილი

გლაზგო [შტლ პრო 12]

1990

39

3ლ

17

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

20

18

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტ14]

1991

27

3ლ

19

კოტე მიქაუტაძე

ტულონ [სფრ ტ14]

1991

41

2ლ 2სბ

20

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

19

5ლ სბ


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079608