ამბები

16:40 | 11.03.2015 | ნანახია 3061 - ჯერ

საქართველო-რუსეთი: კაპიტნების ვარჯიში და წინასამატჩო პრესკონფერენცია

გთავაზობთ საქართველო-რუსეთის სარაგბო ნაკრებთა კაპიტნის ვარჯიშებისა და ერთობლივი წინა სამატჩო პრესკონფერენციის განრიგს.

რუსეთის ნაკრების კაპიტნის ვარჯიში დაიწყება 15:30 საათზე (მესხის სტადიონი), ფოტო-ვიდეო გადაღება დაშვებულია პირველი 10 წუთის განმავლობაში.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიში დაიწყება 17:00 საათზე (მესხის სტადიონი), ფოტო-ვიდეო გადაღება დაშვებულია პირველი 10 წუთის განმავლობაში.

რაგბი ევროპის ახალი მედია რეგულაციის მიხედვით, ორივე ნაკრები გამართავს ერთობლივ წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელზეც დაესწრებიან გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები.

პრესკონფერენცია დაიწყება 16:45 საათზე (რუსეთის ვარჯიშის დასრულების შემდეგ, საქართველოს ვარჯიშამდე) და ტრადიციულად მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089123