ამბები

23:34 | 10.03.2015 | ნანახია 1841 - ჯერ

“ბორჯღალოსნების” ღია ვარჯიში 12 მარტს ჩატარდება

რამდენიმე დღეში, 14 მარტს, საქართველოს სარაგბო ნაკრები წლის მეორე საშინაო მატჩს მესხის სტადიონზე გამართავს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში “ბორჯღალოსნები” რუს “დათვებს” ერკინებიან.

მატჩის ბილეთები სტადიონის სალაროებში იყიდება და მათი ფასი: 3 და 5 ლარია.

“ბორჯღალოსნები” 2015 წლის მეორე ღია ვარჯიშს 12 მარტს (ხუთშაბათი) გამართავენ. ღია ვარჯიში ტრადიციულად შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ღია ვარჯიშზე ქომაგებისა და მედიასაშუალებების წარმოადგენლებისთვის დასწრება თავისუფალია.

ფოტო-ვიდეო გადაღება ნებადართულია ვარჯიშის დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში. აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ, ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087429