არგენტინულ მიწაზე 19 მარტს პირველად გაიმართება სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერესი საკლუბო ტურნირის, სუპერ რაგბის შეხვედრა და მის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, სტადიონზე მოსახვედრი ყველა ბილეთი გაყიდულია.
ზე 18-ის მეოთხე ტურში „იაგუარსი“, რომლიც ტურნირის დებიუტანტია და განვლილ ორ მატჩში, სამხრეთ აფრიკაში „ჩიტასი“ 34:33 დაამარცხა, ხოლო „შარქსთან“ მცირედით დამარცხდა [15:19], ახალზელანდიურ „ჩიფსს“ ბუენოს-აირესში, „ხოსე ამალფიტანოზე“ დაუხვდება.
ეს სტადიონი ცნობილ საფეხბურთო კლუბ „ველეს სარსფილდს“ ეკუთვნის და 49 500 მაყურებელს იტევს, მაგრამ სუპერ რაგბის სარაგბო მატჩისთვის დადგინდა, რომ გამოსადეგი მხოლოდ 14 ათასი ადგილი იყო. ბილეთების ეს რაოდენობა დიდი ხნით ადრე სრულად გაიყიდა და ხანგრძლივი და მრავალჯერადი თხოვნის შედეგად, სარეალიზაციოდ დამატებით კიდევ 4 ათასი ბილეთი გამოვიდა, რომელიც ფაქტობრივად პირველსავე დღეს გაიყიდა.
ამრიგად, „იაგუარსი“ „ბელადებს“ 18-ათასი გულშემატკივრით ზურგგამაგრებული დაუხვდება. მეხუთე ტურში, 26 მარტს არგენტინელები სამხრეთაფრიკულ „სტორმერსს“ მასპინძლობენ და მისი ბილეთები გაყიდვეში ჯერ კიდევ რჩება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია