ამბები

16:31 | 9.03.2015 | ნანახია 2352 - ჯერ

13 მაისის მოლოდინში

25-27 თებერვალს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიო რაგბის 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებული მდგომარეობის შეფასება.

ვიზიტის ფარგლებში მარკ იგანი შეხვდა საქართველოს მთავრობას, ქალაქ თბილისისა და ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს, იმერეთის გუბერნატორს და ასევე ფონდ “ქართუს” წარმომადგენლებს.

შეხვედრების საფუძველზე ბატონმა იგანმა 3 მარტს გააკეთა მოხსენება მსოფლიო რაგბის სარაგბო კომიტეტის, ხოლო 4 მარტს მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომებზე.

ორივე კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა უმასპინძლოს 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა მსოფლიო რაგბის საბჭოს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მიმდინარე წლის 13 მაისს შეიკრიბება.

საქართველოს შანსები უმასპინძლოს 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, აჯობებს დაველოდოთ მსოფლიო რაგბის საბჭოს გადაწყვეტილებას და იმედი გვქონდეს, რომ საკითხი საქართველოსთვის დადებითად გადაწყდება.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089252