ამბები

17:47 | 8.03.2015 | ნანახია 1688 - ჯერ

 “აია” ლიდერებს მიუახლოვდა

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების მე-16 ტურის მეორე ცენტრალურ შეხვედრაში, ქუთაისის “აიამ” “ბათუმი” 13:9 დაამარცხა და მასთან ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.

ზღვისპირელებისთვის ამ თამაშის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. განვლილ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, “ბათუმს” ეძლეოდა შანსი “ლელო-სარასენსი” წინ არ გაეშვა და ლიდერ “ყოჩებთან” გასამართი მატჩის წინ, მათთან ჩამორჩენა ხელმისაწვდომამდე შეემცირებინა. მაგრამ ქუთაისელებს თავისი გეგმები ჰქონდათ. “აიასთვის” ოთხეულში მოხვედრა მნიშვნელოვანია, რათა პლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლოს, გუნდი კარგ ფორმაშია და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.

მასპინძლებმა ანგარიში ლელოთი გახსნეს, მაგრამ გარდასახვა რომ არაზუსტი იყო, სტუმრები ორი ჯარიმით დაწინაურდნენ. “აიამ” მეორე ლელოც გაიტანა და კვლავ წინ გაიჭრა. გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო, მაგრამ მერე ჯინჭველაშვილმა ჯარიმით უპირატეობა გაზარდა. საბოლოო შედეგი კობახიძემ დააფიქსირა, რომელმაც სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა და “ბათუმი” პრემიალურ ქულას დასჯერდა.

დღის მეორე მატჩში “არმაზმა” “თიბიეს უნივერსიტეტს” შვიდი ლელო გაუტანა და პრემიალური ქულით გაიმარჯვა. “თიბიესმა” სამი ლელოს გატანა შეძლო, მაგრამ ამით მას არაფერი მიუღია და რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, უმაღლესლიგას უკვე ოფიციალურად დაემშვიდობა. “არმაზი” ექვსეულში შესვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს, მაგრამ მისი რეალურად განხორციელება ურთულესი საქმეა.

ახლა გუნდები სამკვირიან შესვენებაზე გადიან, რომელიც სანაკრებო მატჩებითაა განპირობებული და ჩემპიონატიც მარტის ბოლოს განახლდება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

XVI ტური

8 მარტი

თბილისი. “ავჭალა”. 300 მაყურებელი

არმაზი (თბილისი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) 45:24

არმაზი: 7 ლელო - პინაიშვილი (1, 2), ნიკოლავა, ამირანაშვილი, ლობჟანიძე, მინაშვილი, ლიპარტელიანი; 5 გარდასახვა - ნიკოლავა (4), კიკნაძე

თიბიეს უნივერსიტეტი: 3 ლელო - ლაზარიშვილი, ქუთათელაძე, სამაშვილი; 3 გარდასახვა - მჭედლიშვილი; 1 ჯარიმა - მჭედლიშვილი; 1 სინბინი - შალიკაშვილი

ქუთაისი. “აია”. 3000 მაყურებელი

აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი) 13:9

აია: 2 ლელო - აბრამიძე (2); 1 ჯარიმა - ჯინჭველაშვილი

ბათუმი: 3 ჯარიმა - კობახიძე

1.

ყოჩები

16

12

1

3

352:224

53

3

2

ლელო-სარასენსი

16

10

3

3

315:211

48

2

3.

ბათუმი

16

9

1

6

312:231

45

7

4.

აია

16

9

0

7

312:241

43

7

5.

ლოკომოტივი

16

8

1

7

302:247

43

9

6.

ხარები

16

8

2

6

323:239

41

5

7.

არმაზი

16

7

1

8

283:316

33

3

8.

ჯიქები

16

6

2

8

236:243

31

3

9.

არმია

16

4

1

11

203:360

21

3

10.

თიბიეს უნივერსიტეტი

16

1

0

15

205:531

7

3

მომდევნო ტური. 28-29 მარტი

თიბიეს უნივერსიტეტი - არმია; ლელო-სარასენსი - ლოკომოტივი; ბათუმი - ყოჩები; ხარები - აია; არმაზი - ჯიქები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075978