6 ერი

15:22 | 9.02.2016 | ნანახია 1711 - ჯერ

ბრუნელს შეგირდებმა გაუმართლეს

იტალიის ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი ჟაკ ბრუნელი გუნდის დებიუტანტების გარჯით კმაყოფილი დარჩა და მათ მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

2016 წლის ექვსი ერის პირველ შეხვედრაში, „აძურა“ პარიზში, „სტად დე ფრანსეზე“ საფრანგეთს ეთამაშა და ისტორიულ გამარჯვებასთან ძალიან ახლის იყო, მაგრამ საბოლოოდ 21:23 დამარცხდა. 62 წლის სპეციალისტის კმაყოფილების მიზეზი 4 დებიუტანტია, რომლებიც გუნდში მარტივად ინტეგრირდნენ და მწვრთნელს მომავლის იმედები ჩაუსახეს.

ჟაკ ბრუნელი: „ვოცნებობდი, რომ საფრანგეთთან კარგად გვეთამაშა და გამარჯვების იმედიც მქონდა, თუმცა, მაფიქრებდა ის, თუ რამდენად კარგად ითამაშებდნენ ნაკრების ახალი წევრები. წინასწარი პროგნოზებით, საფრანგეთს მინიმუმ 20 ქულის სხვაობით მოგებას უწინასწარმეტყველებდნენ და ჩემმა შეგირდებმა კრიტიკოსებს ღირსეული პასუხი გასცეს. მართალია, წაგებით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ბედნიერების საფუძველიც მაქვს, რადგან წარმატებამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. მნიშვნელოვანი იყო, ფრანგებისთვის ჩვენი შესაძლებლობები დაგვემტკიცებინა და ჩვენ ეს შევძელით!’’

ღირსების დაცვას ჟაკ ბრუნელის შეგირდები 14 თებერვალს, საკუთარ „სტადიო ოლიმპიკოზე“ ინგლისთან გააგრძელებენ. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087613