ამბები

0:37 | 6.03.2015 | ნანახია 3884 - ჯერ

საქართველო-რუსეთის ბილეთები კვირიდან გაიყიდება

14 მარტს მესხის სტადიონზე “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების მე-4 ტურში ქართველი “ბორჯღალოსნები” რუს “დათვებს” ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მე-19-ჯერ ერკინებინ. მატჩი 17 საათზე დაიწყება.

მატჩის ბილეთები 8 მარტიდან (კვირა) ყოველდღიურად, მხოლოდ მესხის სტადიონის სალაროებში გაიყიდება.

8 მარტს სალაროები 12-დან 18 საათამდე იმაშუვებს, ხოლო ორშაბათიდან 11-დან 19 საათის ჩათლით. დარჩენის შემთხვევაში ბილეთები მატჩის დღესაც გაიყიდება. ფასი 3 და 5 ლარია და ყველა ბილეთი დანომრილია.

“ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” მეტოქეობა სათავეს 1993 წლიდან იღებს. პირველი რკენა სოპოტში (პოლონეთი) 9:15 წავაგეთ, მას აქეთ კი ორი ათეული წელი გავიდა და უკვე 16-ჯერ ვძლიეთ ჩრდილოელი მეზობელი.

პირველი, ისტორიული გამარჯვება (29:20) ეროვნულ სტადიონზე მოვიპოვეთ 1996 წელს. მეტი რეზონანსი მოჰყვა 1998 წლის შებმას ნაწვიმარ მოედანზე, როცა ულელოოდ, ჯარიმებით 12:6 ვიმარჯვეთ და რუსეთი მსოფლიო თასის შესარჩევს გამოვთიშეთ.

2001 წელს 25:23 მოვიგეთ პირველივე გასვლა ქარიან კრასნოდარში, 2002 წელს კი, ეროვნულზევე, საარაკო ჯახში 17:13 ვიმარჯვეთ და მსოფლიო თასზე პირველად გავედით.

საეტაპო იყო 2004 წლის გამარჯვებაც, როცა განახლებულმა გუნდმა მესხზე 9:3 ივარგა.

მას აქეთ ჩვენი უპირატესობა აშკარა გახდა – ბოლო ათ შეყრაზე ლელოთა ბალანსია 41/7, ჯამური ანგარიში კი 307:115.

რუსეთის მონაგარი ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხში ერთნიშნა რიცხვია, საქართველოს მორიგი ათი გამარჯვებიდან კი გამოსაყოფია: 2006 წლის რბევა ეროვნულზე 46:19, 2008 წლის ციმბირული თოვლაობა 18:12, ლაშქრობანი მარიუპოლში 29:21 (2009) და ტრაბზონში 36:8 (2010). ასევე, “დათვების” უსიტყვო კაპიტულაცია ვაკეში 46:0 (2012).

სულ, 18 სამეზობლო რკენის ბალანსია 16-1 (1 ფრე) საქართველოს სასარგებლოდ; ქულები 443:224, ლელოები 49/13.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08392